ასათიანის კუთხე

სალომე ასათიანის ყოველკვირეული პოდკასტი, რომელშიც საუბარია კინოზე, მუსიკაზე, ლიტერატურასა თუ ყოფით თემებზე.

თამაში როგორც სიმართლე: სტანისლავსკი, ჰოლივუდი და მსახიობის ხელოვნება

ეპიზოდი სამსახიობო ხელოვნების ისტორიას ეხება. გიყვებით როგორ გადაიქცა სტანისლავსკის „სისტემა“ ამერიკულ „მეთოდად“ და როგორ გადაეჯაჭვა მარლონ ბრანდოს, მერლინ მონროს, ჯეიმს დინის, ალ პაჩინოს, ჯეკ ნიკოლსონის, დასტინ ჰოფმანის, რობერტ დე ნიროს და კიდევ ბევრი დიდი მსახიობის ბიოგრაფიებს.

10-04
01:06:39

ქსენოფობია: უცხოს შიშის უცნაურად თანამედროვე ისტორია

ეპიზოდში მოგიყვებით ქსენოფობიის, როგორც ცნების და ფენომენის რთულ და მტკივნეულ ისტორიას - და იმაზეც ვისაუბრებთ, თუ რას ნიშნავს უცხოთა მიმართ შიში და სიძულვილი დღევანდელ, მღელვარე მსოფლიოში. „ასათიანის კუთხეს“ სტუმრობს ჯორჯ მაკარი, ამერიკელი ისტორიკოსი და ფსიქიატრი.

08-08
01:03:10

დიქტატურის გაკვეთილები: რუსეთი, საქართველო და „აგენტების“ ფანტომები

ეპიზოდში ვსაუბრობთ იმ კულტურულ, ისტორიულ და პოლიტიკურ ფაქტორებზე, რომლებმაც „უცხოეთის აგენტების კანონი“ რუსეთში წარმოშვა და იმ შედეგებზე, რომლებიც საქართველოში შეიძლება მოჰყვეს რუსული კანონის ანალოგის შემოღებას.

05-21
51:27

ბორხესი: შეუძლებელი ცოდნის ლიტერატურა

ეპიზოდი ეთმობა არგენტინელ მწერალს, ხორხე ლუის ბორხესს და მის ფიქციებს - ინტელექტუალურ, ფანტასტიკურ ლაბირინთებს დროზე, სივრცეზე, სამყაროსა და უსასრულობაზე, რომლებმაც „მხატვრული ლიტერატურა“ თვისებრივად შეცვალა.

03-02
01:07:42

პანკროკის დიდი კელტი ლირიკოსი: დამშვიდობება შეინ მაკგაუენთან

ეპიზოდი ეძღვნება ლონდონელ ირლანდიელ მუსიკოსს და პოეტს, 2023 წლის 30 ნოემბერს გარდაცვლილ შეინ მაკგაუენს და მის ბენდს - „კელტური პანკის“ ლეგენდარულ ჯგუფს The Pogues.

01-06
01:04:20

„ღამის ხედვა“: რას გვასწავლიან ჩვენი ბნელი განწყობები ადამიანად ყოფნის შესახებ

ეპიზოდი ეთმობა წიგნს სათაურით „ღამის ხედვა: საკუთარი თავის დანახვა ბნელი განწყობების მეშვეობით“ - ფილოსოფოსი ქალის, მარიანა ალესანდრის ლირიკულ მედიტაციას იმ სიმართლეზე, რომელსაც ჩვენი ტკივილიანი და მუქი ემოციები გვასწავლიან ადამიანად ყოფნის მდგომარეობის შესახებ.

10-16
58:05

„პედრო პარამო“: წიგნი, რომლის ნანგრევებშიც მამა-ბატონის მარადიული აჩრდილი დაძრწის

ეპიზოდი ეძღვნება მექსიკელ მწერალს, ხუან რულფოს და მის „პედრო პარამოს“ – 1955 წელს გამოცემულ ლეგენდარულ რომანს შვილზე, რომელიც წარსულის აჩრდილებით მოცულ სიზმრისეულ ქალაქში მამის საპოვნელად ჩადის.

09-19
01:02:19

ყველაზე მარტოსული და ყველაზე საჯარო: შეშლილობის ტკივილიანი ისტორია

ეპიზოდში მოგიყვებით ორ პარალელურ ისტორიას - ფსიქიატრიის, როგორც დარგის ამბავს, და იმას, თუ როგორ ესმოდათ ადამიანებს სიგიჟის ფენომენი სხვადასხვა ეპოქაში, როგორ აღწერდნენ მას ხელოვნებაში. ჩვენი სტუმარია ენდრიუ სკალი, რომელსაც ფსიქიატრიის ისტორიის მკვლევრებს შორის ერთ-ერთ უდიდეს ავტორიტეტად მიიჩნევენ.

07-07
01:06:05

ნატა ტალიკიშვილი: ტრანსგენდერი პერფორმერის მონოლოგი და მრავალხმიანობა

ეპიზოდში შევხვდებით ნატა ტალიკიშვილს - 32 წლის ტრანსგენდერ პერფორმერს, აქტივისტს, კულინარსა და მებაღეს, რომელიც თბილისის სუბკულტურულ ცხოვრებას უნიკალურ სანახაობას მატებს, საჯარო მონოლოგის ფორმით - და თავის რთულ ცხოვრებისეულ გზას სხვების მიმართ სოლიდარობისა და იმედის წყაროდ აქცევს.

06-15
49:37

ვალტერ ბენიამინი: მოაზროვნის უცნაური ხმა ისტორიისა და პროგრესის "ქარბუქის“ ხმაურში

ეპიზოდი ეძღვნება ვალტერ ბენიამინს, გერმანელ ფილოსოფოსს და კრიტიკოსს, რომლის მიერ 1930-იან წლებში შემუშავებულმა იდეებმაც უდიდესი გავლენა იქონია ვიზუალური ხელოვნების, ურბანული სივრცის, თუ ევროპული მოდერნულობის თანამედროვე აღქმაზე.

04-29
01:04:54

ლიტერატურა, როგორც სიზმრისეული უსასრულობა: ფრანც კაფკა და მოუხელთებელი „კაფკიანური“

„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ენიგმატური მწერლის, ფრანც კაფკას ბიოგრაფიას და მის იმ უნიკალურ, სიზმრისეულ წარმოსახვას, რომელმაც, მათ შორის, წარმოშვა თანამედროვე ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ტექსტები - „გარდასახვა“, „პროცესი“ და „გოდოლი“.

02-28
01:05:18

ტკივილი როგორც ძალა: ჯენის ჯოპლინის ტრიუმფალური Kozmic Blues

ეპიზოდში ვიხსენებთ ბლუზის ამერიკელ მომღერალს, უნიკალურ ჯენის ჯოპლინს, რომელსაც წელს, 19 იანვარს, 80 წელი შეუსრულდებოდა.

01-18
01:11:50

დალეწილი სახეების ასი წელი: ტომას სტერნზ ელიოტის "The Waste Land"

ეპიზოდი ეძღვნება ინგლისში მცხოვრები ამერიკელი პოეტის, ტომას სტერნზ ელიოტის 1922 წლის პოემას The Waste Land, „უნაყოფო მიწა“, რომელსაც ლიტერატურის ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს ბოლო ასწლეულის ყველაზე მნიშვნელოვან ინგლისურენოვან პოეტურ ტექსტად.

12-01
01:16:14

„დამფუძნებელი ძმები“: ამერიკის რევოლუციისა და უძველესი მოდერნული რესპუბლიკის ამბავი

„ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ ამერიკის შეერთებული შტატების დაფუძნების ისტორიაზე - რევოლუციურ ომზე, დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, საკონსტიტუციო ყრილობაზე, პირველ კაბინეტზე, ჯორჯ ვაშინგტონზე და მონობის პრობლემაზე, რომელიც ამ ისტორიას მძიმე და პარადოქსულ აჩრდილად გასდევს.

10-26
01:29:23

ოსკარ უაილდი: დაუმორჩილებელი გრძნობების ლიტერატურული გოლიათი

ეპიზოდი ეძღვნება დიდ ირლანდიელ მწერალს, ესთეტიციზმისა და გონებამახვილობის სიმბოლოს, ოსკარ უაილდს - მის ბრწყინვალე, დრამატულ ცხოვრებაზე და უნიკალურ ლიტერატურაზე მოგვითხრობს უაილდის ბიოგრაფი, ბრიტანელი ისტორიკოსი მეთიუ სტერჯესი.

09-18
01:12:45

„ურწმუნოები“: წიგნი ეჭვის ემოციურ ისტორიაზე

როგორ მოხდა, რომ ევროპის საზოგადოებები, რომლებშიც შუა საუკუნეებში რელიგიისა და რელიგიური ინსტიტუტების ძალაუფლება ლამის ყოვლისმომცველი იყო, მძლავრად სეკულარულ, თუ „პოსტრელიგიურ“ საზოგადოებებად ჩამოყალიბდნენ? ამ ამბავს მოგვითხრობს პროტესტანტული ქრისტიანობის ბრიტანელი ისტორიკოსი, ალეკ რაირი.

07-26
01:12:23

ლუ ანდრეას-სალომე: „საყოველთაო ერთობა“ აზრების, სამყაროებისა და ეპოქების გასაყარზე

ეპიზოდი ეძღვნება ლუ ანდრეას-სალომეს, ევროპაში რუსეთის იმპერიიდან ჩასულ მწერალს, ესეისტსა და ფსიქოანალიტიკოსს - ქალს, რომელიც იყო ფროიდის, ნიცშესა და რილკეს ინტელექტუალური მეგობარი და შთამაგონებელი ფიგურა.

06-28
01:12:52

მარტოობა: ერთი ემოციის ისტორია

ეპიზოდის სტუმარია ნორვეგიელი ფილოსოფოსი, ლარს სვენდსენი, ავტორი წიგნისა „მარტოობის ფილოსოფია“ - რომელიც გვიყვება მარტოობის, როგორც ფენომენის და ემოციის ისტორიაზე დასავლეთის სააზროვნო სივრცეში.

05-21
01:04:21

მთავარი მოწმე: მარიამ მაგდალინელი აღდგომის იდუმალებასა და კულტურულ წარმოსახვაში

ეპიზოდში საუბარია მარიამ მაგდალინელის სახის ტრანსფორმაციაზე კულტურულ წარმოსახვაში, ქრისტიანობის და ხელოვნების ისტორიაში - და იმ უმნიშვნელოვანეს როლზე, რომელსაც ის, როგორც მთავარი მოწმე, ქრისტიანობის უდიდეს იდუმალებაში, აღდგომის საიდუმლოში ასრულებს.

04-23
01:16:03

ჯორჯ ორუელის პოლიტიკური კოშმარი: ჯიუტი სიმართლე, რომელიც მუდამ ჩვენთანაა

ეპიზოდი ეძღვნება ინგლისელ მწერალს, ჯორჯ ორუელს - რომლის უკვდავმა დისტოპიურმა რომანმა, „1984-მა“ - ისევე, როგორც ზედსართავმა „ორუელიანური“ – უკრაინაში რუსეთის სისასტიკის ფონზე ამ დღეებში მორიგ ჯერზე შეიძინა დამზაფვრელი წინასწარმეტყველების აურა.

03-18
01:12:21

zurab logua

❤️

07-13 Reply

zurab logua

❤️

05-23 Reply

zurab logua

❤️

05-23 Reply

zurab logua

❤️

05-23 Reply

Chele

ძალიან საინტერესო იყო სალო, მადლობა თქვენ ამისთვის.

04-13 Reply

Recommend Channels