ლიტერატურული პოდკასტი "წიგნები"

ლევან ბერძენიშვილის „წიგნები“ – ესაა გადაცემა მწერლებზე, წიგნებზე, პერსონაჟებზე, ვაჟკაცობაზე, ღირსებაზე, იმედზე, სიამაყეზე, თანაგრძნობაზე, სიბრალულსა და თავგანწირვაზე, – ყველაფერზე, რასაც დიდი ლიტერატურა გვასწავლის.

საად შირაზელი

რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს გენიალური სპარსელი პოეტის, საადი შირაზელის დიდაქტიკურ პოემა „ბუსთანზე“.

02-28
36:08

სემუელ ბეკეტი

რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს უდიდეს ირლანდიელ მწერალსა და დრამატურგზე, ევროპული მოდერნიზმის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენელზე, სემუელ ბეკეტზე.

02-26
31:56

იტალო სვევო, ძენოს აღსარება

პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს იტალიელ ავტორ იტალო სვევოს რომანზე „ძენოს აღსარება“ („ძენოს თვითშემეცნება“, La coscienza di Zeno), რომელიც ზუსტად ასი წლის წინ, 1923 წელს გამოქვეყნდა ბოლონიაში.

02-23
31:36

რალფ ელისონი, უჩინარი კაცი

პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს დიდი ამერიკელი მწერლის, რალფ უოლდო ელისონის 1952 წელს გამოქვეყნებულ რომანზე, „უჩინარ ადამიანზე“, რომელმაც ავტორს 1953 წლის წიგნის ეროვნული პრემია მოუტანა (სხვათა შორის, კონკურენტები იყვნენ სტეინბეკი და ჰემინგუეი).

02-21
30:30

ვირჯინია ვულფი, გზა შუქურისკენ

რადიო „თავისუფლების“ პოდკასტი „წიგნები“ და მისი რუბრიკა „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს დიდი ინგლისელი ავტორის, მოდერნიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის, ვირჯინია ვულფის, რომანზე – „გზა შუქურისკენ“.

02-19
32:30

ჯონ მაქსველ კუტზეე, იესოს სიკვდილი

პოდკასტი „წიგნები“ ახალი რუბრიკით „21“, რომელშიც ოცდამეერთე საუკუნის შედევრებს მიმოვიხილავთ, გთავაზობთ საუბარს ნობელიატი მწერლის, ჯონ მაქსველ კუტზეეს, 2019 წელს გამოცემულ რომანზე „იესოს სიკვდილი“, რომელიც ასრულებს „იესოს ბავშვობითა“ (2013) და „იესოს სკოლის წლებით“ (2016) დაწყებულ ტრილოგიას.

02-16
31:44

ჟუან გიმარაინს როზა, დიდი სერტანის ტროპები

რადიო „თავისუფლების“ პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს მეოცე საუკუნის დიდი ბრაზილიელი მწერლის, ჟუან გიმარაინს როზას რომანზე „დიდი სერტანის ტროპები“.

02-14
32:35

გენძის ამბავი

რადიო „თავისუფლების“ პოდკასტი „წიგნები“ და მისი რუბრიკა „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ წარმოგიდგენთ საუბარს იაპონური ლიტერატურის დიდ შედევრზე, „გენძის ამბავზე“, რომელიც ჰეიანის პერიოდის იაპონელი მწერლის, იმპერატორის კარის სეფექალის, მურასაკი შიკიბუს კალამს მიეკუთვნება.

02-12
31:36

ნაგიბ მაჰფუზი, ჩვენი უბნის ბავშვები

რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ და მისი რუბრიკა „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს დიდ ეგვიპტელ მწერალზე, 1988 წლის ნობელის პრემიის ლაუტეატზე ლიტერატურაში, ნაგიბ მაჰფუზსა და მის რომანზე „ჩვენი უბნის ბავშვები“.

02-09
30:49

დევიდ ლოურენსი, ვაჟები და საყვარლები

რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ და მისი რუბრიკა „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ წარმოგიდგენთ საუბარს დიდ ინგლისელ მწერალ დევიდ ჰერბერტ ლოურენსზე და მის შედევრზე „ვაჟები და საყვარლები”.

02-07
30:56

ჯორჯ ელიოტი, მიდლმარჩი

რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ და მისი რუბრიკა „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ წარმოგიდგენთ საუბარს დიდ ინგლისელ მწერალ ქალზე, რომელიც კაცის ფსევდონიმს ამოეფარა, ჯორჯ ელიოტზე.

02-05
31:11

მარგერიტ იურსენარი, ადრიანეს მოგონებები

რადიო „თავისუფლების“ პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს დიდ ბელგიელ მწერალზე, საფრანგეთის აკადემიის პირველ ქალ წევრზე, შესანიშნავ მწერალზე, მარგერიტ იურსენარზე (ქალიშვილობის გვარია კრეიანკური, „იურსენარი“ ნამდვილი გვარის ანაგრამაა).

02-02
32:58

დორის ლესინგი, ოქროს რვეული

რადიო „თავისუფლების“ პოდკასტი „წიგნები“ და მისი რუბრიკა „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ წარმოგიდგენთ საუბარს 2007 წლის ნობელის ლაურეატის, ცნობილი ინგლისელი რომანისტისა და აქტიური ფემინისტის შედევრის, „ოქროს რვეულის“ შესახებ.

01-31
30:53

ფერნანდო პესოა

რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს პორტუგალიური მოდერნიზმის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენელზე, ფერნანდო ანტონიო ნოგეირა პესოაზე და მის უკვდავ შედევრზე „მღელვარების წიგნი“ („მოუსვენრობის წიგნი“)

01-29
32:08

ნორვეგიული წიგნის კლუბი

რადიო თავისუფლების პოდკასტმა „წიგნებმა“ დაასრულა გადაცემების ციკლი რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“. როგორც ცნობილია, ნორვეგიულმა წიგნის კლუბმა 2002 წელს თავისთან მიიწვია მსოფლიოს 66 ქვეყნის 100 ცნობილი მწერალი, კრიტიკოსი თუ გამომცემელი, რათა შეექმნა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო წიგნების ასეული.

01-27
30:23

ჯალალედინ რუმი, არსთა მესნევი

რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს გენიალური პოეტის, ჯალალედინ რუმის პოემაზე „არსთა მესნევი“.

01-21
30:55

Recommend Channels