შინ - უცხოეთში

პროგრამაში "შინ - უცხოეთში" საქართველოდან სხვადასხვა მიზეზით გადახვეწილი ადამიანები ოქროპირ რუხაძესთან ბაასში საკუთარ ამბებს მოგიყვებიან: რატომ წავიდნენ? რამ გააქცია იქიდან, რამ მიატოვებინა სამშობლო, რომელიც ზოგს ენატრება, ზოგს გახსენებაც არ უნდა.

ბარბარა ჯიმელი სულაშვილი: თუ რაღაც არ მოგწონს - უნდა შეცვალო

ბარბარა ჯიმელი სულაშვილი თბილისში ცხოვრობს. ადრე სკაუტი - ოთხი შვილის დედაა, საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ფართოდაა ჩართული. კამპუსი ლისის - ვალდორფის  სკოლის პედაგოგია, სკოლისა, რომლის მიზანია აღზარდოს ძლიერი ნების - თავისუფალი ადამიანები.

02-03
41:56

ჟან-ჟაკ ჟაკობის „ოქროს თავთავი“ - ფრანგი ხაბაზი, რომელმაც ხორბლის ენა იცის

საქართველოში პური უყვართ, კერძებით მდიდარ ამ ქვეყანაში პურიც გემრიელია და ამ კარგ საქმეში თავის სიტყვას ამბობს ჟან-ჟაკ ჟაკობი.

01-26
37:28

მაკა დადიანის Metamorphosis და In Umbra Sfumato ციურიხში

ფერმწერ მაკა დადიანს ევროპაში, განსაკუთრებით შვეიცარიაში, კარგად იცნობენ. წლები გადის. მაკა მიეჩვია ევროპის ამ მყუდრო ქვეყანას, თუმცა თვალი სამშობლოსკენ უჭირავს. ფერმწერი ციურიხში, თავის სახელოსნოში მუშაობს, იქ ხატავს. მისი ფანჯრები ციურიხის ტბას გადაჰყურებს და შესანიშნავი ხედი მაქვსო, მიამბო.

12-11
30:03

თინათინ გურგენიძე - ურბანისტი

თინათინ გურგენიძე ურბანისტია, გლდანის მაგალითზე იკვლევს პროცესებს მიკრორაიონის ტიპის დასახლებებში, ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში, არის თბილისის არქიტექტურული ბიენალეს თანადამაარსებელი.

11-10
36:27

ხატია ზურაბაული და გზა დიდი მოდისკენ

ხატია ზურაბაული - მოდის დიზაინერი - საფრანგეთში ჩავიდა 16 წლის წინ, როცა ჩვიდმეტისა იყო. განათლება მიღებული აქვს პარიზში, როგორც ამბობს, მაღალი მოდის დედაქალაქში. ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულობაზე, ასევე იმაზეც, რომ უნდა მიიღო იმ ქვეყნის წესი და რიგი, სადაც ცხოვრობ.

08-10
30:52

რევაზ გიგაური - რაგბი ნიცაში

რევაზ გიგაური ნიცის რაგბის კლუბის ბავშვთა სფეროს განაგებს, ამავე დროს, არის მომავალი მწვრთნელების მასწავლებელი. რაგბისთან ერთად, რევაზ გიგაური, რომელსაც რაგბიში მსოფლიოს ორ ჩემპიონატში აქვს მონაწილეობა მიღებული, ქალაქის სამაშველო სამსახურში ირიცხება.

07-15
33:43

Recommend Channels