Discoverდილის საუბრები
დილის საუბრები
Claim Ownership

დილის საუბრები

Author: რადიო თავისუფლება

Subscribed: 6Played: 558
Share

Description

„დილის საუბრები“ ეთერში გადის ყოველ სამუშაო დღეს, დილის გადაცემის ფორმატში, 10-დან 11 საათამდე. რუბრიკის წამყვანი ნინო გელაშვილი დილის სტუმართან და თქვენთან ერთად ისაუბრებს მომხდარზე, მოსახდენსა და იმაზე, რისი ცოდნაც გაგვიადვილებს გადაწყვეტილებების მიღებას.
1601 Episodes
Reverse
31 მაისის თემა: ვის გამოკვებას ცდილობს ხელისუფლება მითოლოგიური რიტორიკით? რატომ უნდა იყოს მისაღები ამომრჩეველისთვის "გლობალური ომის პარტიაზე" ნარატივი, ევროინტეგრაციისკენ სვლაზე რიტორიკის თანხლებით და რა კავშირი აქვს ამას სასკოლო განათლებასთან? სტუმარი: იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი თსუ-ს პროფესორი.
30 მაისს ვისაუბრეთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ გეგმებზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გამოაცხადა და პორტის ამშენებლად ჩინური კომპანიის შერჩევას ეხება. სტუმარი: გიორგი ანთაძე, „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი და ნინო სამხარაძე.
29 მაისს ვისაუბრეთ "აგენტების კანონის" საბოლოოდ მიღების შემდგომ მოცემულობაზე საქართველოსთვის და ხელშესახებ საფრთხეებზე, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა ქვეყნისთვის, როგორც შიდაპოლიტიკურ ასპარეზზე, ისე დასავლური ვექტორის შენარჩუნების კუთხით.
28 მაისს ვისაუბრეთ ეკონომიკის გარდაუვალ ბმაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე, არსებულ თვალსაჩინო ინდიკატორებსა და შემდგომი რისკების მოლოდინზე. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ დამფუძნებელი და ვიცეპრეზიდენტი.
27 მაისს ვისაუბრეთ პრეზიდენტის მიერ 26 მაისს წარმოდგენილ "ქართულ ქარტიაზე" - რამდენად ეფექტიანი შეიძლება აღმოჩნდეს ის არჩევნებამდე დარჩენილ გზაზე ევროინტეგრაციის გადამრჩენი დღის წესრიგის შესაქმნელად? ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ზაზა შენგელია, EPRC-ის უფროსი მკვლევარი.
24 მაისს ვისაუბრეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა მიერ მოძრაობის დაფუძნების მიზეზებსა და მიზნებზე. სტუმარი: თამთა ხალვაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და გოტა ჭანტურია, განათლების კოალიციის დირექტორი.
23 მაისს ვისაუბრეთ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების სტატუს კვოსა და პერსპექტივაზე. გადაცემის სტუმარი იყო: გიგა ჯოხაძე, ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ნინო სამხარაძე, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) პოლიტიკის ანალიტიკოსი.
22 მაისს რამდენიმე ამბავზე ვისაუბრეთ, მათ შორის: ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე; ევროკავშირის სამიტისთვის მზადებაზე; მოლდოვასთან თავდაცვის პარტნიორობის გაფორმებაზე; უკრაინისთვის საჭირო სამხედრო დახმარებაზე; კარიმ ხანის მიერ ისრაელისა და ჰამასის ლიდერებისთვის დაკავების ორდერების მოთხოვნაზე; ირანზე.
21 მაისს ვისაუბრეთ საქართველოს კონტექსტში სანქციებზე მსჯელობის დაწყების, არსებულ პროექტებზე ინფორმაციის გავრცელებისა და შესაძლო დაწესების მრავალმხრივ ეფექტზე. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი.
20 მაისს ვისაუბრეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ "აგენტების კანონზე" ვეტოს დადების შემდგომი ფაზის სპეციფიკაზე - რა შანსია ქვეყნისთვის? რა არჩევანია "ოცნებისთვის"? ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ზაზა შენგელია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარი.
17 მაისის თემა იყო: „აგენტების კანონი“, პროტესტი და საგანმანათლებლო სივრცე. სტუმარი: ქეთი ცოტნიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირებული პროფესორი. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და გიორგი (გოტა) ჭანტურია, "განათლების კოალიციის" დირექტორი.
loading
Comments 
Download from Google Play
Download from App Store