DiscoverMarketer.ge Podcast
Marketer.ge Podcast
Claim Ownership

Marketer.ge Podcast

Author: Marketer.ge

Subscribed: 19Played: 657
Share

Description

Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი
148 Episodes
Reverse
აუტიზმი, აშლილობა თუ ნეირო მრავალფეროვნება? რა არის აუტიზმის პირველადი სიმპტომები და რა ასაკში ვლინდება ის? რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა? ახასიათებს თუ არა აუტიზმს რაიმე კვეთითი აშლილობები, მაგალითად, ADHD? ამ თემის ირგვლივ დღეს ფსიქიატრ ქეთევან სილაგაძესთან ერთად ვისაუბრებთ.
რა განაპირობებს შინაგან თავისუფლებას, რომელიც აისახება სცენაზე, ვიდეოში, შემოქმედებაში - აღზრდა? გარემო? გავლენები? რამდენად ახდენს ქართული მემკვიდრეობა გავლენას არტისტულ სტილზე? დღევანდელ პოდკასტში ჩვენი სტუმარი Creams-ია, იგივე ნათია ჭიჭინაძე, რომელიც მოგვიყვება, როგორია იყო ახალგაზრდა, ამომავალი მუსიკოსი საქართველოში, აუთენტური თვითგამოხატვის ფუფუნებით, ქართული კულტურული და სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით.
Miami Ad School ის დაწესებულებაა, რომლისკენაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ახალგაზრდა შემოქმედები მიისწრაფვიან. წლების განმავლობაში, „საქართველოს ბანკის“ მიერ დაწესებული ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია, ქართული სარეკლამო ინდუსტრიის არაერთნა წარმომადგენელმა მოიპოვა და ბერლინში, მათთვის საოცნებო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა - რასაც საერთაშორისო სააგენტოებში მნიშვნელოვანი გამოცდილება მოჰყვა. „საინტერესო პოდკასტის“ სტუმარია, ხატია არველაძე - ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიანტი, რომელიც Miami Ad School-ში მიღებულ ცოდნაზე გვიყვება. წამყვანი: ჯაბა შავიშვილი პოდკასტის წარმდგენი: საქართველოს ბანკი
Attention Deficit Hyperactivity Disorder - ქართულად კი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი. დღევანდელი პოდკასტის სტუმრები არიან ადამიანები, რომლებიც მათი კომპეტენციითა და გამოცდილებებით ეცდებიან, უფრო ნათელი გახადონ ყველაფერი ADHD-ის ირგლივ. ფსიქიატრი ლუკა ხუხაშვილი, ანა გვარიშვილთან და დავით ჯანელიძესთან ერთად, რომლებიც ცხოვრობენ ამ დიაგნოზით ეცდებიან გაგვიზიარონ მათი გამოცდილება თუ რა სირთულეებს აწყდებიან.
თამაში ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია. სამაგიდო თამაშები კი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მიმართულებაა, რომლის ფესვებსაც ძველ ეგვიპტეში მივყავართ. ჭადრაკი, ნარდი, მონოპოლი თუ სხვა დღემდე უამრავი ოჯახის უცვლელ ნივთებად რჩებიან. XX საუკუნე სამაგიდო თამაშების რენესანსის ეპოქად იქცა, რაც დღემდე აქტიურად გრძელდება. რა ფსიქოლოგიურ მექანიზმებს ეფუძნება სამაგიდო თამაშების მასობრივი პოპულარობა? რა ძირითადი განსხვავებები არსებობს მის სტილებს შორის და რა სახის ქართული სამაგიდო თამაშები გვაქვს ამჟამად ბაზარზე - ამ თემებზე ვსაუბრობთ კლუბ „წიბახას“ დამფუძნებელთან, გიგა წიბახაშვილთან ერთად.
გიფიქრიათ, როგორია ისლანდიის გარშემო მანქანით მოგზაურობა და ჩრდილოეთის ციალზე ნადირობა? როგორი იქნებოდა გამოცდილი მოგზაურების გიდობით, ერთ-ერთი ყველაზე მისტიური კუნძულის დალაშქვრა?   დღევანდელი პოდკასტი სათავგადასავლო მოგზაურობასა და მოგზაურობაზე დამოკიდებულ ადამიანებზეა.   გიორგი შაკაია და სერგი ტკაჩუკი მოგვიყვებიან როგორ აქციეს მათი ჰობი პროფესიად, როგორ დაიბადა იდეა Travel Junkies, რა არის დაგეგმილი ისლანდიის ექსპედიციაში და როგორ არის შესაძლებელი მონაწილეობის მიღება.
რა არის ასტროლოგიის პრეისტორიული საფუძვლები და საიდან მოვიდა ჩვენამდე? რამდენადშესაძლებელია, პლანეტებისა და ვარსკვალვების განლაგებას რაიმე გავლენა ჰქონდეს ადამიანისპიროვნებაზე, თვისებებზე და მის ირგვლივ მომხდარ მოვლენებზე? რა იწვევს ნდობას ადამიანებშიასტროლოგიის მიმართ და რა ფსიქოლოგიური საფუძვლები დგას ამის უკან?   დღევანდელი საინტერესო პოდკასტი მივუძღვენით მეცნიერებასა და ასტროლოგიას შორის საუკუნეებისგანმავლობაში არსებულ დებატებს.     პოდკასტის მიზანია, აღმოვაჩინოთ ის კონტრასტული პერსპექტივები, რომლებიც არსებობს მეცნიერებასა დაასტროლოგიას შორის, რომლებსაც დღეს სამეცნიერო ჟურნალისტ, ბექა მამუკაშვილთან ერთად დავინახავთ.
ხშირად გვავიწყდება, რომ აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებაში, როგორიც ფილმია - ხმაც ისეთივე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც კადრი. სწორედ ამ ორი მედიუმის ერთმანეთში ჰარმონიულ შერწყმას და ამბის თხრობას შეუძლია გენიალური ნაწარმოების დაბადება. მაინც, კონკრეტულად რა როლს ასრულებს სწორად შერჩეული ხმები საბოლოო პროდუქტის წარმატებაში და უქმნის თუ არა ტექნოლოგიური განვითარება საფრთხეს ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს - ამ თემაზე სასაუბროდ „საინტერესო პოდკასტის“ სტუმარია ხმის დიზაინერი, კომპანია Postred-ის დამფუძნებელი ბესო კაჭარავა. წამყვანი: ჯაბა შავიშვილი პოდკასტის წარმდგენია: საქართველოს ბანკი
გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, ტექ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები ინტროვერტები და სხვებთან კომუნიკაციის არ მოყვარულები არიან, რომლებსაც მხოლოდ კოდის წერა აინტერესებთ. საბედნიეროდ დღეს ეს სტერეოტიპი უკვე დამსხვრეულია და უამრავი ადამიანი პროგრამული ინჟინერის პროფესიიდან, მენეჯერულ პოზიციაზეც ინაცვლებს, რაც გუნდის ზრდასთან ერთად, გარდაუვალი პროცესია. და მაინც, როგორია იყო ტექნიკური გუნდის ლიდერი? რა გამოწვევებს აწყდებიან ადამიანები ამ ტრანზიციის პერიოდში და რა უნარების წინ წამოწევა უწევთ რომ პროცესები ეფექტურად მართონ? დღევანდელი პოდკასტის სტუმარია გუკა მაზანაშვილი, e team-ის ვებ-დეველოპმენტის მიმართულების ხელმძღვანელი. წამყვანი: ჯაბა შავიშივილი, ციფრული პროდუქტების მენეჯერი
დღევანდელი პოდკასტის თემა გულწრფელად ძალიან სენსიტიურია: თანამედროვე სასკოლო სისტემა, სკოლის როლი ბავშვის ცხოვრებაში, განათლება და ცოდნა.  აკადემიური ცოდნის მიღმა, უნდა ზრუნავდეს თუ არა სკოლა მოსწავლის ემოციურ და სოციალურ ინტელექტზეც? როგორია კარგი პედაგოგი? რა როლი აქვს სკოლას ბავშვის მიერ სამომავლო პროფესიის შერჩევაში? დღევანდელი ჩვენი სტუმარი თავად გახლავთ წარსულში მათემატიკის მასწავლებელი, ხოლო დღეს „მწვანე სკოლის“ დამფუძნებელი - ბაკურ სულაკაური.
წარმოგიდგენიათ ვიზუალურად, როგორ მუშაობს და რაზეა პასუხისმგებელი ნერვული სისტემა? რომელია ის ძირითადი ნევროლოგიური დაავადებები, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული?   სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ დღევანდელ ჩვენს სტუმართან, ბავშვთა ნევროლოგთან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის არჩეულ რექტორთან - პროფესორ ირაკლი ნატროშვილთან. 
ტექნოლოგიების საუკუნეში, საავტორო უფლებები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დარღვევად უფლებათაგანია. ამის მიზეზი კი ძირითადად ის არის, რომ ხშირად აღნიშნული უფლებების გაგება თუ აღქმა ჭირს როგორც ფართო საზოგადოებაში, ასევე ბიზნესის და მედიის წრეებშიც. რა სახის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს საავტორო უფლებები, როდის წარმოიშვება იგი და რა გამოწვევები ახლავს მას ინტერნეტისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. „საინტერესო პოდკასტის“ სტუმარია მირიან კულულაშვილი, საავტორო უფლებების ექსპერტი, მუსიკალური კომპანია Bloom Music-ის თანადამფუძნებელი. წამყვანი: ჯაბა შავიშვილი, ციფრული პროდუქტების მენეჯერი პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი
როგორია იკეას სამუშაო გარემო? როგორ მიდის იკეას AI-ზე მუშაობა? როდის შემოვა ბრენდი საქართველოში? გიორგი კოკაია არის დღეს საინტერესო პოდკასტის სტუმარი, განათლებით ფიზიკოსი, რომელმაც ბევრი წელი იცხოვრა შვედეთში, სადაც თავდაპირველად დაიწყო იკეაში მუშაობა გაყიდვებისა და ფრომოუშენის ანალიტიკის მიმართულებით, ხოლო დღესდღეობით ის იკეა ამსტერდამის Data Scientist-ია და იკეას AI-ზე მუშაობს. საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი.
ტურიზმის როლის განვითარებასთან ერთად, საქართველოში მნიშვნელოვნად იზრდება იმ სერვისების მიწოდებაც, რაც ტურისტების ქვეყნისადმი ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებს. ერთ-ერთი რა თქმა უნდა თბილისის უძველესი უბნები, ულამაზესი არქიტექტურა და ამ ყველაფრის უნიკალური ისტორიაა. სწორედ ამ მიზნით და ამბიციით, ქალაქში უკვე რამდენიმე წელია რაც Tbilisi Free Walking Tours არსებობს. რა ამბებს ინახავს ძველი თბილისის ქუჩები თუ შენობები? რა აინტერესებთ ყველაზე მეტად ქალაქის სტუმრებს? როგორია ტურისტული გიდების სამუშაო და რა შესაძლებლობებია ამ სფეროში კიდევ დარჩენილი. საინტერესო პოდკასტის სტუმარია ლევან გიორგაძე, Tbilisi Free Walking Tour-ის დამფუძნებელი და გიდი. წამყვანი: ჯაბა შავიშვილი, ციფრული პროდუქტების მენეჯერი წარმდგენი: საქართველოს ბანკი
ცხოვრების აჩქარებული ტემპი და 21-ე საუკუნის მოთხოვნები პირდაპირპროპორციულად ზრდის ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებს და სტრესის დოზებს. • რა ფიზიკური პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა? • შესაძლებელია, რომ სტრესმა მიგვიყვანოს პრობლემებამდე, როგორიცაა დეპრესია, შფოთვითი აშლილობა...? • რა განაპირობებს ადამიანების სხვადასხვა რეაქციას სტრესზე? დღევანდელ პოდკასტში, ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქიატრი ქეთევან სილაგაძე აგვიხსნის რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ თანამედროვე ადამიანები, როგორი გავლენა აქვს სტრესს ჩვენს ჯანმრთელობაზე, რა არის ის ზღვარი, რომლის იქითაც, სტრესი აღემატება „ნორმებს“ და არსებობს თუ არა გზები, დავარეგულიროთ ჩვენი რეაქციები და შევცვალოთ ჩვენი აღქმები მის მიმართ. საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი.
ელექტრული ინჟინერია თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის ფუნდამენტია. მიუხედავად იმისა რომ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ეს სფერო კარგა ხანია ისწავლება, რეზულტატი და ამ ცოდნისგან მიღებული პროდუქტების რაოდენობაც ძალიან მცირეა. როგორ იქმნება ქართული მუსიკალური მოწყობილობები? რა გამოწვევები აქვს ამ სფეროს საქართველოში და რა ცოდნაა საჭირო საბოლოო პროდუქტის მისაღებად? ვინ არიან მისი მომხმარებლები და მომავალში კიდევ რას შეიძლება დაეწეროს Designed In Georgia? ამ თემაზე სასაუბროდ, საინტერესო პოდკასტში ორი ახალგაზრდა დიზაინერი და ელექტრული ინჟინერი, დავით მალანია და ივა სალუქვაძე მოვიწვიეთ, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ Ambient.Ge-ს ბრენდის ქვეშ პირველი ქართული მოდულარული სინთეზატორები შექმნეს. წამყვანი: ჯაბა შავიშვილი, ციფრული პროდუქტების მენეჯერი პოდკასტის წარმდგენია: საქართველოს ბანკი
ხელოვნური ინტელექტი ნელ-ნელა ადამიანის არსებობის ყველა სფეროში შემოვიდა, თუმცა არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ხელოვნების სფეროში უკვე მასიური გამოყენება აქვს. რას ნიშნავს ხელოვნური ინტელექტის ხელოვნება? საერთოდ შეგვიძლია თუ არა ეს სიტყვათშეთანხმება გამოვიყენოთ. როგორ იქმნება გენერაციული ხელოვნება და შეიძლება თუ არა ისიც იყოს შთამაგონებელი. გააჩნია თუ არა ხელოვნური ინტელექტს ნიჭი და ინდივიდუალობა? ამ კითხვებზე, საჯარო სივრცეში დღესაც აქტიური კამათი მიდის. ჩვენ კი საინტერესო პოდკასტში, პროგრამულ ინჟინერთან, თემურ ჩიჩუასთან ერთად ვეცადეთ მცირედით, მაგრამ მაინც გვეპასუხა ამ საკითხებზე წამყვანი: ჯაბა შავიშვილი, ციფრული პროდუქტების მენეჯერი საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი
შესაძლებლობები უსაზღვროაო, ასე ამბობენ დღევანდელ დროში და მართლაც, ბევრი რამ, რაც ადრე წარმოუდგენელი გვეგონა, დღეს გაცილებით რეალისტურია, ვიდრე წარმოგვიდგენია. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმრები არიან ანა მარკოზაშვილი და ნიკოლოზ გურიელიძე, ილუსტრატორები რომლებმაც Rick And Morty-ისთვის პოსტერები შქმნესდღეს ვისაუბრებთ თუ როგორია TV Show Rick & Morty-ს პროექტზე მუშაობა. • რა ემოციებთან იყო დაკავშირებული ამ გამოწვევის მიიღება?• რა პროცესებს მოიცავდა?• რიკ ენდ მორტის გუნდთან მუშაობა როგორი გამოცდილებაა?• რა იყო ამ პროექტში ყველაზე დიდი სიამოვნების წყარო?• რა არის თანამედროვე ილუსტრატორის გამოწვვები? საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრება გამოწვევებითაა სავსე, ცხოვრების ის ტემპი და დინამიკა რასაც თანდათან მივყვებით, ააქტიურებს შიშებს და შფოთვებს. შესაძლებლობებიც მეტია, თუმცა გაზრდილ პასუხისმგებლობებთან ერთად საკმაოდ რთული გახდა თვით გამორკვევა და საკუთარი ხმის მოსმენა. რამდენად რთულია დავთმოთ სტაბილურობა, შემოსავალი, სტატუსი, კომპონენტები რომელიც დღევანდელი ცხოვრებისთვის აუცილებელზე მეტია. არჩევანი კი საბოლოოდ მაინც ჩვენზეა. ამის მაგალითი დღეს ჩვენი სტუმარია, ადამიანი ვინც საკუთარი სამსახური სპონტანურად სცენაზე, მისი ინდუსტრიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, 800 ადამიანის წინაშე დატოვა. წამყვანი: ნატალია ფირცხალავა საინტერესო პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი
8 ოქტომბერს, თბილისში ProdAct Community-ის ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით საერთშორისო კონფერენცია ჩატარდება. აღნიშნული თავყრილობა პირველი იქნება საქართველოში, რომელიც ძირითადად ციფრულ პროდუქტებს მიეძღვნება და და ამ სფეროში დასაქმებულ ქართველ პროფესიონალებს გააერთიანებს. რას ნიშნავს ციფრული პროდუქტი, რა ეტაპებს გადის პროდუქტი ინიციაციიდან დასრულებამდე და როგორია აღნიშნული კომუნის მდგომარეობა საქართველოში - ამ თემებზე სასაუბროდ საინტერესო პოდკასტში მოვიწვიეთ ლუკა ქობალია - საქართველოს ბანკის ინტერნეტ და მობილბანკის პროდუქტის ლიდი, გიორგი ლომიძე - ProdAct-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. წამყვანი: ჯაბა შავიშვილი, ციფრული პროდუქტების მენეჯერი
loading
Comments