Discoverასათიანის კუთხე
ასათიანის კუთხე
Claim Ownership

ასათიანის კუთხე

Author: რადიო თავისუფლება

Subscribed: 89Played: 2,831
Share

Description

სალომე ასათიანის ყოველკვირეული პოდკასტი, რომელშიც საუბარია კინოზე, მუსიკაზე, ლიტერატურასა თუ ყოფით თემებზე.
73 Episodes
Reverse
ეპიზოდი ეთმობა არგენტინელ მწერალს, ხორხე ლუის ბორხესს და მის ფიქციებს - ინტელექტუალურ, ფანტასტიკურ ლაბირინთებს დროზე, სივრცეზე, სამყაროსა და უსასრულობაზე, რომლებმაც „მხატვრული ლიტერატურა“ თვისებრივად შეცვალა.
ეპიზოდი ეძღვნება ლონდონელ ირლანდიელ მუსიკოსს და პოეტს, 2023 წლის 30 ნოემბერს გარდაცვლილ შეინ მაკგაუენს და მის ბენდს - „კელტური პანკის“ ლეგენდარულ ჯგუფს The Pogues.
ეპიზოდი ეთმობა წიგნს სათაურით „ღამის ხედვა: საკუთარი თავის დანახვა ბნელი განწყობების მეშვეობით“ - ფილოსოფოსი ქალის, მარიანა ალესანდრის ლირიკულ მედიტაციას იმ სიმართლეზე, რომელსაც ჩვენი ტკივილიანი და მუქი ემოციები გვასწავლიან ადამიანად ყოფნის მდგომარეობის შესახებ.
ეპიზოდი ეძღვნება მექსიკელ მწერალს, ხუან რულფოს და მის „პედრო პარამოს“ – 1955 წელს გამოცემულ ლეგენდარულ რომანს შვილზე, რომელიც წარსულის აჩრდილებით მოცულ სიზმრისეულ ქალაქში მამის საპოვნელად ჩადის.
ეპიზოდში მოგიყვებით ორ პარალელურ ისტორიას - ფსიქიატრიის, როგორც დარგის ამბავს, და იმას, თუ როგორ ესმოდათ ადამიანებს სიგიჟის ფენომენი სხვადასხვა ეპოქაში, როგორ აღწერდნენ მას ხელოვნებაში. ჩვენი სტუმარია ენდრიუ სკალი, რომელსაც ფსიქიატრიის ისტორიის მკვლევრებს შორის ერთ-ერთ უდიდეს ავტორიტეტად მიიჩნევენ.
ეპიზოდში შევხვდებით ნატა ტალიკიშვილს - 32 წლის ტრანსგენდერ პერფორმერს, აქტივისტს, კულინარსა და მებაღეს, რომელიც თბილისის სუბკულტურულ ცხოვრებას უნიკალურ სანახაობას მატებს, საჯარო მონოლოგის ფორმით - და თავის რთულ ცხოვრებისეულ გზას სხვების მიმართ სოლიდარობისა და იმედის წყაროდ აქცევს.
ეპიზოდი ეძღვნება ვალტერ ბენიამინს, გერმანელ ფილოსოფოსს და კრიტიკოსს, რომლის მიერ 1930-იან წლებში შემუშავებულმა იდეებმაც უდიდესი გავლენა იქონია ვიზუალური ხელოვნების, ურბანული სივრცის, თუ ევროპული მოდერნულობის თანამედროვე აღქმაზე.
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ენიგმატური მწერლის, ფრანც კაფკას ბიოგრაფიას და მის იმ უნიკალურ, სიზმრისეულ წარმოსახვას, რომელმაც, მათ შორის, წარმოშვა თანამედროვე ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ტექსტები - „გარდასახვა“, „პროცესი“ და „გოდოლი“.
ეპიზოდში ვიხსენებთ ბლუზის ამერიკელ მომღერალს, უნიკალურ ჯენის ჯოპლინს, რომელსაც წელს, 19 იანვარს, 80 წელი შეუსრულდებოდა.
ეპიზოდი ეძღვნება ინგლისში მცხოვრები ამერიკელი პოეტის, ტომას სტერნზ ელიოტის 1922 წლის პოემას The Waste Land, „უნაყოფო მიწა“, რომელსაც ლიტერატურის ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს ბოლო ასწლეულის ყველაზე მნიშვნელოვან ინგლისურენოვან პოეტურ ტექსტად.
„ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ ამერიკის შეერთებული შტატების დაფუძნების ისტორიაზე - რევოლუციურ ომზე, დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, საკონსტიტუციო ყრილობაზე, პირველ კაბინეტზე, ჯორჯ ვაშინგტონზე და მონობის პრობლემაზე, რომელიც ამ ისტორიას მძიმე და პარადოქსულ აჩრდილად გასდევს.
ეპიზოდი ეძღვნება დიდ ირლანდიელ მწერალს, ესთეტიციზმისა და გონებამახვილობის სიმბოლოს, ოსკარ უაილდს - მის ბრწყინვალე, დრამატულ ცხოვრებაზე და უნიკალურ ლიტერატურაზე მოგვითხრობს უაილდის ბიოგრაფი, ბრიტანელი ისტორიკოსი მეთიუ სტერჯესი.
როგორ მოხდა, რომ ევროპის საზოგადოებები, რომლებშიც შუა საუკუნეებში რელიგიისა და რელიგიური ინსტიტუტების ძალაუფლება ლამის ყოვლისმომცველი იყო, მძლავრად სეკულარულ, თუ „პოსტრელიგიურ“ საზოგადოებებად ჩამოყალიბდნენ? ამ ამბავს მოგვითხრობს პროტესტანტული ქრისტიანობის ბრიტანელი ისტორიკოსი, ალეკ რაირი.
ეპიზოდი ეძღვნება ლუ ანდრეას-სალომეს, ევროპაში რუსეთის იმპერიიდან ჩასულ მწერალს, ესეისტსა და ფსიქოანალიტიკოსს - ქალს, რომელიც იყო ფროიდის, ნიცშესა და რილკეს ინტელექტუალური მეგობარი და შთამაგონებელი ფიგურა.
ეპიზოდის სტუმარია ნორვეგიელი ფილოსოფოსი, ლარს სვენდსენი, ავტორი წიგნისა „მარტოობის ფილოსოფია“ - რომელიც გვიყვება მარტოობის, როგორც ფენომენის და ემოციის ისტორიაზე დასავლეთის სააზროვნო სივრცეში.
ეპიზოდში საუბარია მარიამ მაგდალინელის სახის ტრანსფორმაციაზე კულტურულ წარმოსახვაში, ქრისტიანობის და ხელოვნების ისტორიაში - და იმ უმნიშვნელოვანეს როლზე, რომელსაც ის, როგორც მთავარი მოწმე, ქრისტიანობის უდიდეს იდუმალებაში, აღდგომის საიდუმლოში ასრულებს.
ეპიზოდი ეძღვნება ინგლისელ მწერალს, ჯორჯ ორუელს - რომლის უკვდავმა დისტოპიურმა რომანმა, „1984-მა“ - ისევე, როგორც ზედსართავმა „ორუელიანური“ – უკრაინაში რუსეთის სისასტიკის ფონზე ამ დღეებში მორიგ ჯერზე შეიძინა დამზაფვრელი წინასწარმეტყველების აურა.
„ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდის სტუმარია ამერიკელი მწერალი, მეგი ნელსონი, თავისი საკულტო წიგნით „არგონავტები“ - რომელიც ახლებურად ფიქრის საშუალებას გვთავაზობს გენდერის, სექსუალობის, იდენტობის, სიყვარულის და დედობის თემატიკაზე.
„ასათიანის კუთხის“ სტუმარია მეოცე საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი ავტორის, სილვია პლათის ბიოგრაფი და ლიტერატურის კრიტიკოსი, ჰეზერ კლარკი, რომელიც პლათის ხანმოკლე ცხოვრებაზე და მხურვალე მემკვიდრეობაზე გვიყვება.
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება ალექსანდრევ კობერიძის ფილმს „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“, რომელსაც 2021 წელს კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის პრემია, FIPRESCI ერგო.
loading
Comments (5)

zurab logua

❤️

Jul 13th
Reply

zurab logua

❤️

May 23rd
Reply

zurab logua

❤️

May 23rd
Reply

zurab logua

❤️

May 23rd
Reply

Chele

ძალიან საინტერესო იყო სალო, მადლობა თქვენ ამისთვის.

Apr 13th
Reply
Download from Google Play
Download from App Store