Discover
განკითხვის დღე
95 Episodes
Reverse
ძაღლების გამრავლების აკრძალვა, გრანტების აკრძალვა, ბიზნესისათვის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვა, ხელისუფლების ლეგიტიმაციის ეჭვის ქვეშ დაყენების აკრძალვა, პარტიების აკრძალვა... ჯიმი და ნიკო ცდილობენ გამოიცნონ, კიდევ რისი აკრძალვა შეიძლება.
ჯიმი და ნიკო დარწმუნებული არიან, რომ "25 თებერვლის" შინაარსის შეცვლა ფუჭი გარჯაა, ისევე როგორც იმის იმედად ყოფნა, რომ რუსეთი ომს ოთხი წლის წინ დაწყებულ,ლ. ხოლო რაც შეეხება სანქციებს...
ჭარბწონიანობას შევებრძოლებით, მრავალშვილიანობას მივესალმებით, ასტროლინგვისტიკას დავეწაფებით, ხოლო თუ რამე შეგვეშლება, ტვ "იმედს" არ დაველოდებით, საკუთარი ხელით გავიქარდებით, ოღონდ ქვეყნის მთავარი იუბილარი იყოს დღეგრძელი.
ლადო კახაძის კატამარანიც დაიშალა, ეპსტინის ფაილებიც გამოქვეყნდა, ზამთრის ოლიმპიადაც გაიხსნა ჩვენი რუს-ქართველების მონაწილეობით, გვარამიაც გამოუშვეს ციხიდან, მაგრამ, როგორც ჯიმი და ნიკო შენიშნავენ, დღის წესრიგიდან მაინც არ იხსნება უმთავრესი კითხვა: გვეშველება რამე?!
საქართველოც, ლადო კახაძეს რომ დავესესხოთ, კატამარანია, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს, მათ შორის ვერც დიდ განსაცდელში ჩავარდნილი შვედეთი.
თბილისში, როგორც იმ ვირუსულ ვიდეოშია, მართლა საბავშვო ამინდები გამოერია: ისე მოთოვა, რომ გუნდაც კი გაკეთდა, მაგრამ თოვლმა ასევე მოიტანა (ვინ იფიქრებდა?) არაბავშვური პრობლემები, რაც ისედაც არ აკლდა გინდა თბილისს და გინდა საქართველოს: ფასები ფასებს აღარ ჰგავს, შეწყალება შეწყალებას, პოლიცია - პოლიციას.
გუშინ პრემიერი იყავი, დღეს პატიმარი ხარ; დღეს მონაკოში "გულაობ", ხვალ რუსთავში შეგასახლებენ. მოკლედ, როგორც დიდი სტალინი იტყოდა, ცხოვრება უკეთესი გახდა, ცხოვრება უფრო სახალისო გახდა.
როგორც ჩანს, 2026 წელი შარშანდელზე ბევრად ცეცხლოვანი იქნება. ყოველ შემთხვევაში, იანვრის პირველმა დღეებმა ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინს: იქით მადურო "გასკვანჩეს", აქეთ ირანში რევოლუცია იქოქება, თუმცა ჯიმი და ნიკო ვერც სოფო ბედიას "პრისიონერამ" დატოვა გულგრილი.
ერთი წელი გავიდა კობახიძის იმ ცნობილი განცხადებიდან ("მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი"), რამაც ყველას ცხოვრება შეცვალა.
ემიგრანტებისადმი უსამართლო დამოკიდებულების გარდა, ჯიმი და ნიკო განიკითხავენ ეროვნულ ნაკრებს. წავაგეთ? მთავარია, რომ ფეხბურთის მინდვრებზე ტანკები არ დადიან და საჯარიმოში ნაღმები არ ფეთქდება.
ჯიმი და ნიკო განიკითხავენ ფოტოების ამოძრავებას, გახარიას საქმეს, არაბულ ინვესტიციასა და პროპაგანდის ტეხილ მრუდს.
ჯოყოლა და ზვიადაური დაივიწყეთ. ახალ ფორმატში მასპინძელი ჯიმია, სტუმარი - ნიკო.
ჯიმის და ნიკოს დაკვირვებით, კუსტურიცა პუტინს ეფანცქვალება, ბურჯანაძე - ლუკაშენკას, "ოცნება" კი პარტიების აკრძალვას არ იშლის.
ჯიმი და ნიკო მზია ამაღლობელის სახაროვის პრემიაზე ლაპარაკობენ, თავისუფლების მეტროსთან პირბადეების შემოწმებას განიხილავენ და შიშიტ უყურებენ ქართული განათლების მომავალს.
თუ პარტიებს აკრძალავენ, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს დაიჭერენ, სამოქალაქო საზოგადოებას გააუქმებენ და მედიებს დახურავენ - ალბათ ჩელიაბინსკშიც აღშფოთდებიან თბილისის ჩელიაბინსკთან შედარების გამო. „უ ნას ვსიო ნი ტაკ ხრინოვაო“, იტყვიან ჩელიაბინსკელები და ვინძლო მართლებიც იქნებიან.




