Discover
AWR ქართული - ქრისტეს იგავები [Georgian poc]
AWR ქართული - ქრისტეს იგავები [Georgian poc]
Author: Adventist World Radio
Subscribed: 1Played: 47Subscribe
Share
℗ & © 2025 Adventist World Radio
Description
ქრისტეს იგავები- ელენ უაითის წიგნი, რომელიც აღწერს იესოს მიერ მოთხრობილ იგავებს და ხსნის იმ ფასდაუდებელ გაკვეთილებს, რომლის გაგებაც აუცილებელია ჩვენთვის.
37 Episodes
Reverse
"შეიძინეთ მეგობრები უსამართლობის მამონისაგან, - ამბობს მაცხოვარი, - რომ, როცა გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სავანეში.
მხოლოდ მცირედში ერთგულებითაა შესაძლებელი, მიაჩვია საკუთარი თავი სწორ მოქმედებას უდიდესი და საპასუხისმგებლო საქმის შესრულებისას
უფალს სურს, რომ მის მიერ ჩვენთვის ბოძებული ყოველი ნიჭი სრულად გამოვიყენოთ. და, თუ ასე მოვიქცევით, უფალი უფრო მეტად გვაკურთხებს და ტალანტებსაც გაგვიმრავლებს.
რაც უფრო მეტად ვემორჩილებით სულიწმიდის ხელმძღვანელობას, მით უფრო სრულყოფილად ვითარდება ჩვენი ინტელექტი, რომელსაც უფრო ეფექტურად ვიყენებთ უფლის სამსახურში.
უფალი მიიღებს მხოლოდ მათ, ვინც სრულყოფილებისაკენ ისწრაფვის. იგი ელის, რომ ყოველი მისი მსახური მთელი სრულყოფილებით შეასრულებს თავის მოვალეობებს.
მხოლოდ თავად მაცხოვრის მიერ ჩვენთვის მომზადებულ სამოსში შეგვიძლია, წარვდგეთ ღმერთის წინაში.
უფალი ღმერთი მთელ დედამიწას თავის ვენახად თვლის და თუმცა ის დროებით ბოროტი უზურპატორის ხელთ აღმოჩნდა, მაინც უფლის საკუთრებაა.
უფლის მიზანი იყო, ებრაელი ერის მეშვეობით თავისი უხვი მადლი და კურთხევა სხვა ერებზეც გაევრცელებინა; თავისი წმინდა, ზეციური ნათელი მთელი კაცობრიობისთვის მოეფინა.
ნუ გგონიათ, რომ თუკი ქრისტეს მიმართ მტრული განწყობა არა გვაქვს, ამით უკვე მას ვემსახურებით. ამით მხოლოდ თავს ვიტყუებთ.
უფალი არავითარ სასწაულს არ მოახდენს იმ ადამიანის აღსადგენად, რომელმაც არ მოისურვა ახალ ქმნილებად ქცეულიყო, როცა ამისთვის ყველა შესაძლებლობა მიეცა.
რას არგებს ადამიანს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის სულს კი ავნებს?
მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრება სამუდამო დაღუპვას ნიშნავს. სიხარბე და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა ანადგურებს სულს.
უფალი მოგვიტევებს არა იმიტომ, რომ ჩვენ სხვებს ვაპატიეთ, არამედ მაშინ, როცა ვპატიობთ
თუკი სათანადოდ არ ვაფასებთ უფლის სიყვარულს და ძღვენს, სამუდამოდ დავიღუპებით.
დღესაც ხმამაღლა გაისმის ქრისტეს ეს გაფრთხილება. ო, გულგრილო ადამიანო, დაფიქრდი, შენც ხომ არა ხარ ის უნაყოფო ხე, უფლის ვენახში დარგული?
იგავში დაკარგულ ძეზე ნაჩვენებია, თუ როგორ ექცევა უფალი მათ, ვინც ადრე კარდაგ იცნობდა მამის სიყვარულს, მაგრამ უფლება მისცა ეშმაკს დაემარცხებინა და დაეტყვევებინა იგი.
ცხვარი გავიდა ფარეხიდან და გარეთ, ეკლებში გაიხლართა, დრაქმა კი აქვე, სახლში დაიკარგა. აქ აღწერილია გზააბნეული ღმერთის შვილების ორი სახე.
რა მძიმეც არ უნდა იყოს დედამიწაზე ღვთის შვილთა ხვედრი, რა ტანჯვა და დევნაც არ უნდა განიცადონ თვით სიკვდილამდეც კი, უხვია მათი საზღაური.
ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დადაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს- ამაღლდება.
ჩვენს ლოცვებში მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისათვის თხოვნა არ უნდა იყოს ჩაქსოვილი. უფალს უნდა ვთხოვოთ ის, რასაც სხვაბსაც გავუნაწილებთ.



