Discover
Litagora/ლიტაგორა

Litagora/ლიტაგორა
Author: Litagora Channel
Subscribed: 44Played: 1,345Subscribe
Share
Description
ლიტაგორა - ინტერნეტ ჟურნალი პოპ კულტურაზე
ამ არხზე ლიტაგორას პოდკასტების მოსმენა შეგიძლიათ
ამ არხზე ლიტაგორას პოდკასტების მოსმენა შეგიძლიათ
77 Episodes
Reverse
ყურადღება: პოდკასტი შეიცავს სპოილერებს!!!2021 წლის 18-24 სექტემბერს ბათუმმა მორიგ საავტორო ფილმების კინოფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნიდან ათეულობით ფილმი იყო წარმოდგენილი. ფესტივალის დასკვნით დღეს ეს შეფასებითი პოდკასტი ჩავწერეთ, რომელშიც მონაწილეობას მისი წამყვანის, დათო ლობჟანიძის გარდა, რეჟისორები ლევან შუბაშვილი და ანი ნინიძე, ისევე როგორც კინომცოდნე ლევან აბდუშელიშვილი იღებენ. გარდა იმისა რომ პოდკასტის მონაწილეები ნანახ ფილმებს აფასებენ, ისინი ასევე საუბრობენ ალტერნატიულ ტალღაზე, ვორქშოფზე, რომელიც წელს ტრადიციულად ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. ვიდეო ვერსია იუთუბზეhttps://youtu.be/GDDPou3ezqM
რუბრიკა3წიგნი #10სტუმარი: ავთანდილ ძამაშვილირუბრიკა სამი წიგნი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ავტორები, კრიტიკოსები, მკვლევრები და ზოგადად ლიტერატურის მოყვარულები, იქნება ეს მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა, მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და სხვადასხვა წიგნებში არსებულ თემებს განიხილავენ. ავთანდილ ძამაშვილი, ფილოსოფიის მაგისტრი, რუბრიკის მორიგ ეპიზოდისთვის თემად ეგზისტენციალიზმს ირჩევს და საკითხის გასაშლელად, საუბრობს ისეთ წიგნებსა და თემებზე რომლებიც კლასიკური გაგებით ეგზისტენციალიზმის ჭრილში უნდა განვიხილოთ და ასევე ტექსტებსა და ავტორებზე, რომლებიც ამ მიმდინარეობას ერთი შეხედვით თითქოს ირიბად ეხებიან. გარდა იმისა რომ ავთანდილი ამ განსხვავებებზე და ზოგადად ეგზისტენციალიზმის ფილოსოფიაში და ლიტერატურაში მის არსზე საუბრობს, ის ასევე ამ მიმდინარეობას სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონტექსტშიც მიმოიხილავს და ლაპარაკობს იმაზე თუ რატომ უნდა გვახსოვდეს ეკონომიკური საკითხები ეგზისტენციალიზმზე როგორც ფილოსოფიურ და ლიტერატურულ მიმდინარეობაზე საუბრისას.ვიდეო ვერსიის ყურება იუთუბზე შეგიძლიათhttps://youtu.be/KpvLJaWz-9A
რუბრიკა სამი წიგნი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ავტორები, კრიტიკოსები, მკვლევრები და ზოგადად ლიტერატურის მოყვარულები, იქნება ეს მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა, მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და სხვადასხვა წიგნებში არსებულ თემებს განიხილავენ. კულტურის თეორისტი დათო ჩიხლაძე ამ ვიდეოში საკუთარ თავს წითელ კედლად წარადგენს. ეს შემთხვევითი არაა, თანამედროვე ციფრულ სამყაროში წითელი კედელი, რომელიც მემარცხენე პლატფორმას წარმოადგენს, ასევე ერთგვარ ჰეშთეგად გვევლინება, რომელიც სოციალურ ქსელებს გვახსენებს. სწორედ სოციალურ ქსელებზე, უფრო კონკრეტულად კი ინსტაგრამზე ფოკუსირდება დათო და ამ თემის ირგვლივ ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელ წიგნებს მიმოიხილავს. ეს წიგნებია ჭაბუა ამირეჯიბის პირველად 1975 წელს გამოცემული "დათა თუთაშხია", მერი შელის 1818 წლის "ფრანკენშტაინი ანუ თანამედროვე პრომეთე" და გი დებორის 1967 წლის "სანახაობის საზოგადოება" (La Société du spectacle).00:00 - შესავალი01:05 - ჭაბუა ამირეჯიბის დათა თუთაშხია 05:27 - მერი შელის ფრანკენშტაინი ანუ თანამედროვე პრომეთე11:49 - გი დებორის სანახაობის საზოგადოებავიდეო ვერსიის ყურება აქ შეგიძლიათhttps://youtu.be/Z_UOR2rW3E0
2021 წლის 25-30 ივნისს ბაკურიანმა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით ქართული კინოს ფორუმს უმაპსინძლა. ეს მეოთხე ფორუმია რომელშიც მონაწილეობას ქართველი რეჟისორები, პროდიუსერები, მსახიობები, კინომცოდნეები და სხვა კინოპროფესიონალები იღებენ. ფორუმზე დახურული ჩვენებების ფარგლებში დამსწრეებს დოკუმენტური და მხატვრული ნამუშევრების ნახვა შეეძლოთ. სრულმეტრაჟიან ფილმების მიღმა ფორუმზე ასევე წარმოდგენილი იყო ხუთი მოკლემეტრაჟიანი სურათი. ამ პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იყო სანდრო სულაძის "გუშაგები" და თორნიკე გოგრიჭიანის "პაპანაქება". სანდრო სულაძეს და თორნიკე გოგრიჭიანს ესაუბრებიან ვიდეო პოდკასტის ფარგლებში მისი წამყვანები გიორგი გეთიაშვილი და დათო ლობჟანიძე. გარდა იმისა რომ გადაცემა გუშაგებს და პაპანაქებას და მათი შექმნის პროცესს ეძღვნება, მისი მონაწილეები ლაპარაკობენ ზოგადად კინოზე, კინოს წარმოებაზე, ინდუსტრიის სირთულეებსა და სხვა თემებზე. ვიდეო ვერსია აქhttps://youtu.be/RIIZ0lfKkkE
კინოს უსაზღვროდ დიდ სამყაროში განსაკუთრებული ადგილი პოეზიას უკავია. ამავდროულად კინო პოეზია მაყურებელს ძალიან განსხვავებული ფორმებით შეიძლება მოევლინოს. ავტორები რომლებსაც შეიძლება პოეტური მიდგომები აერთიანებდეთ ხშირად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. ასეთ განსხვავებებსა და ამავდროულად მსგავსებებზე საუბრობს რუბრიკა 3 ფილმის მორიგ ეპიზოდში რეჟისორი დეა ჭოლოკავა. დეა მის მიერ განხილულ ნამუშევრებს და ავტორებს "ქაოტური პოეზიის" თემის ქვეშ აერთიანებს და საუბრობს იმაზე თუ რატომაა ეს ნაწარმოებები საინტერესო. დეას მიერ განხილული ფილმებია ჰონ სან სუს 2017 წლის "ღამით სანაპიროზე მარტო" (Bamui haebyun-eoseo honja), მაიკ ლის 2010 წლის "კიდევ ერთი წელიწადი" (Another Year) და ოთარ იოსელიანის 1984 წლის "მთვარის ფავორიტები" (Les Favoris de la lune).ვიდეო ვერსიის ყურება აქ შეგიძლიათhttps://youtu.be/g87FRsbLclg
საშინელებათა ჟანრის ფილმებს ცუდი რეპუტაცია აქვთ. ხშირ შემთხვევაში მათ ხელოვნებად არ თვლიან და თავის შესაქცევ, გასართობ მედიუმად თუ აღიქვამენ. ამის მიუხედავად კინოს ისტორიას ახსოვს არა ერთი ავტორი რომელმაც ამ ჟანრში მოღვაწეობის პირობებში საინტერესო ხედვით დაგვამახსოვრა თავი. რუბრიკა 3 ფილმის მორიგი ეპიზოდის სტუმარი, განათლების საკითხების მკვლევარი და ფსიქოლოგი, ლაშა მაჭარაშვილი, მსგავს შემთხვევებს მიმოიხილავს და აქცენტს თანამედროვე კინოზე აკეთებს. ლაშა ბოლო ათწლეულის სამ ფილმს და სამ ავტორს გამოარჩევს, რომლებიც მისი აზრით საშინებელათა ჟანრში დღეს გამორჩეულად საინტერესო ნამუშევრებს ქმნიან. ლაშას მიერ განხილული ფილმებია; რობერტ ეგერსის 2015 წლის ალჯქაჯი (The Witch), პიტერ სტრიკლენის 2012 წლის ბერბერიანის ხმის ჩამწერი სტუდია (Berberian Sound Studio) და არი ასტერის 2019 წლის მიდსომარი.ვიდეო ვერსიია აქhttps://youtu.be/bjdhaXm7K10
8-12 მაისს ქუთაისმა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს უმასპინძლა. ეს ორგანიზატორების მიერ ქალაქში ჩატარებული პირველი ფესტივალია, თუმცა, ის ყოველწლიურ მოვლენად უნდა იქცეს.ათეულობით ნაჩვენები ფილმის მიღმა ფესტივალმა ასევე ვორფშოფებს და მასტერკლასებს უმასპინძლა. ამ ვიდეოში გიორგი გეთიაშვილი, ვიდეო პოდკასტის მოდერატორი და ასევე ფესტივალის ორგანიზატორი, სცენარის განვითარების ვორქშოფის მენტორთან, რეჟისორ ლევან კიტიასთან და ასევე ვორქშოფის მონაწილეებთან, დეა ჭოლოკავასთან და მარიამ სამუშიასთან ერთად ფესტივალს, ვორქშოფს და ზოგადად მოკლემეტრაჟიან ფილმებს მიმოიხილავს.ვიდეო ვერსიის ყურება აქhttps://youtu.be/VzYaqhNOeTM
8-12 მაისს ქუთაისმა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს უმასპინძლა. ეს ორგანიზატორების მიერ ქალაქში ჩატარებული პირველი ფესტივალია, თუმცა, ის ყოველწლიურ მოვლენად უნდა იქცეს. წელს ფესტივალმა ათეულობით საკონკურს ნამუშევარს უმასპინძლა. ასევე იყო წარმოდგენილი არა ერთი პროგრამა კონკურსს მიღმა, სადაც სხვა ფილმებს შორის დღეს კლასიკად ქცეული არა ერთი ნამუშევარი იყო ნაჩვენები. ფესტივალის მსვლელობისას Cinexpress.ge-თან თანამშრომლობით ეს ვიდეო პოდკასტი ჩავწერეთ, რომელშიც დათო ლობჟანიძე კინომცოდნეებთან და ფესტივალის ორგანიზატორებთან, ნინი შველიძესთან, ლევან აბდუშელიშვილთან და ალექსანდრე გაბელიასთან ერთად ფესტივალზე ნაჩვენებ ფილმებს და ღონისძიების სპეციფიკას მიმოიხილავს. პოდკასტის მონაწილეები ასევე ვრცლად საუბრობენ ზოგადად კინოზე და ამ სფეროში არსებულ არა ერთ პრობლემურ საკითხზე.ვიდეო ვერსიის ყურება იუთუბზეhttps://www.youtube.com/watch?v=wqX2Zx-eZlg&t=1331s
რუბრიკა3წიგნი #8სტუმარი: ალექსანდრე ლორთქიფანიძერუბრიკა სამი წიგნი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ავტორები, კრიტიკოსები, მკვლევრები და ზოგადად ლიტერატურის მოყვარულები, იქნება ეს მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა, მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და სხვადასხვა წიგნებში არსებულ თემებს განიხილავენ. დღეს დისტოპიის ჟანრი ლიტერატურაში სამეცნიერო ფანტასტიკის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ იყო, თანამედროვე დისტოპიური რომანის დაბადების ათვლა შეგვიძლია ევგენი ზამიატინის ნაწარმოების ("ჩვენ") შექმნას დავუკავშიროთ. ეს წიგნი 1920 წელს დაიწერა და 1924-ში პირველად დაიბეჭდა. წლების შემდეგ ზამიატინის ნაკვალებზე შეიძლება ითქვას რომ უკვე ოლდოს ჰაქსლიმ და ჯორჯ ორუელმა გაიარეს. ამ ორი ავტორის ნაწარმოებები "საოცარი ახალი სამყარო" და "1984" დღეს დისტოპიის ეტალონებად ითვლება. რუბრიკის მორიგ ეპიზოდში ამ სამ წიგნზე საუბრობს და ერთმანეთთან ადარებს მათში აღწერილ სამყაროებს მწერალი და მსახიობი ალექსანდრე ლორთქიფანიძე.ვიდეო ვერსიის ყურება აქhttps://youtu.be/ThzXSR7hCJI?list=PLbSUqlNo0Hq-b9nakftlNjU36QuF8RmB8
რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ. სამხრეთ კორეა იმ ქვეყნების რიცხვს განეკუთვნება სადაც პატრიარქალური სისტემა ჯერ კიდევ ძლიერია და სადაც ქალები დისკრიმინაციის მსხვერპლები ხშირად არიან. ეს თემები სამხრეთ კორეულ ფილმებშიც აისახა. ნინო გელაშვილი, კინომცოდნე და კინომოყვარული სამ ასეთ ფილმს მიმოიხილავს და ამ ნამუშევრებში ასახულ პრობლემებზე საუბრობს. ეს სამი ფილმია; სან-ეი ლიმის 2019 წლის "მოხუცი ქალბატონი", ჰონგ სან სუს 2020 წლის "ქალი რომელიც გაიქცა" და კიმ დო იონგის 2019 წლის ფილმი "კიმ ჯი იონგი: დაბადებული 1982 წელს".ვიდეო ვერსიის ყურება აქhttps://youtu.be/0T4v2wrqggk
რუბრიკა სამი წიგნი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ავტორები, კრიტიკოსები, მკვლევრები და ზოგადად ლიტერატურის მოყვარულები, იქნება ეს მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა, მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და სხვადასხვა წიგნებში არსებულ თემებს განიხილავენ. მორიგი ეპიზოდის სტუმარი, მათე გაბიცინიშვილი, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის მკვლევარი, საუბრობს წიგნებზე რომლებიც ეკონომიკასა და საზოგადოებას შორის არსებული კავშირით დაინტერესებული მკითხველებისთვისაა. ეს წიგნები მიმოიხილავენ იმ საზოგადოებრივ ურთიერთობებს რომლებიც ეკონომიკურ კრიზისებს და ზოგადად ეკონომიკურ პროცესებს მნიშვნელოვნად განაპირობებენ. მათე სამი წიგნის მეშვეობით საუბრობს არა ერთ თემაზე, იქნება ეს ცნობილი ფინანსური კრიზისები უახლესი ისტორიიდან, კაპიტალიზმის განვითარების ეტაპები, კოლექტიური ცნობიერების და კულტურის საკითხები რომლებიც გავლენას ახდენენ ეკონომიკურ პროცესებზე და სხვა თემებზე. სამი წიგნი რომელსაც მათე მიმოიხილავს ჩარლზ ქინდლებერგერის "მანია, პანიკა და ჩამოშლა: ფინანსური კრიზისების ისტორიაა," ტორსტეინ ვებლენის "მოცლილი კლასის თეორია: ინსტიტუტების ეკონომიკური შესწავლაა" და ვებლენის "ბიზნეს საწარმოს თეორიაა".ვიდეო ვერსიის ყურება აქ შეგიძლიათhttps://youtu.be/wQsP5i4Yutc
რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ. ნინიკო ლეკიშვილი მემონტაჟეა. პროფესიის შერჩევაზე მასზე სხვადასხვა ფილმში არსებულმა მონტაჟის არაერთმა მაგალითმა იქონია გავლენა. ნინიკო საუბრობს ქალ მემონტაჟეებზე, მიუხედავად იმისა რომ მათი როლი ხშირად შეუმჩნეველია, ამ პროფესიაში მათი წვლილი დიდია. გარდა იმისა რომ ნინიკო სამი ფილმის სახით სამ კონკრეტულ მაგალითს მიმოიხილავს, ის ასევე თემაზე უფრო ფართოდაც საუბრობს.ვიდეო ვერსიის ყურება აქ შეგიძლიათhttps://youtu.be/SVDREWHLM50
რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები, სოციოლოგები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ. მარიამ ახალკაცი, კინომცოდნე და კიმოყვარული, სამი სხვადასხვა ფილმის მაგალითზე არამხოლოდ ქალ მთავარ გმირებზე, არამედ მათზე როგორც მკურნალ პროტაგონისტებზე საუბრობს. მარიამის მიერ შერჩეული ფილმები გეოგრაფიულად განსხვავებულ მაგალითებს წარმოადგენენ. ჩრდილოეთ მაკედონია ("თაფლის ქვეყანა"), საქართველო ("ნამე") და ისლანდია ("ტალღების გაპობისას") ეს ის სამი ქვეყანაა სადაც მარიამის მიერ განხილული ფილმების მოვლენები ვითარდება.https://youtu.be/afI-OPSCPfo
რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები, სოციოლოგები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ. 2019 წელს სოციალური უთანასწორობის თემაზე არაერთი მნიშვნელოვანი კინო ნამუშევარი გამოვიდა. ბუნებრივია რომ პრობლემა რომელიც გლობალურ მოვლენას წარმოადგენს სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი რეჟისორების ნამუშევრებში აისახა. რეზი ქოიავა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ანალიტიკოსი, ესპანელი, ყაზახი და ამერიკელი რეჟისორების ფილმებზე საუბრობს და განიხილავს იმ საერთო და ამავდროულად განსხვავებულ მიდგომებს რომლებსაც ყოველი მათგანი მაყურებელს სთავაზობს. რეზის მიერ განხილული ფილმებია - გალდერ გასტელ-ურუტიას პლატფორმა, სერგეი დვორცევოის აიკა და ტოდ ფილიპსის ჯოკერივიდეო ვერსიის ნახვა აქ შეგიძლიათhttps://youtu.be/lu9q8DVd7Ks
რუბრიკა სამი წიგნი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ავტორები, კრიტიკოსები, მკვლევრები და ზოგადად ლიტერატურის მოყვარულები, იქნება ეს მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა, მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და სხვადასხვა წიგნებში არსებულ თემებს განიხილავენ. ტოტალიტარულ წყობებს ერთმანეთთან როგორც საერთო, ასევე განმასხვავებელი ნიშნები გააჩნიათ. ამის თქმა მეოცე საუკუნეში არსებულ არაერთ რეჟიმზეც შეიძლება. ნიკო ქელბაქიანი, აღმოსავლეთმცოდნე და ირანისტი, გასული საუკუნის სამ მაგალითს, სტანილისტურ რეპრესიებს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან ოთხმოციან წლებში ოპოზიციის, მათ შორის კომუნისტებისა და რეჟიმის სხვა მოწინააღმდეგეების, დევნას და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში შტაზის ფენომენს მიმოიხილავს. გარდა იმისა რომ ნიკო სამივე მაგალითზე ინდივიდუალურად საუბრობს, ის ასევე გამოყოფს საერთო ნიშნებს, რომელიც ამ სამ მოვლენას ერთმანეთთან აკავშირებს. სამი წიგნი რომელზეც ნიკო საუბრობს დონალდ რეიფილდის "სტალინი და მისი ჯალათები", ერვანდ აბრაჰამიანის "წამებით მიღებული აღიარებანი" და ანა ფანდერის "შტაზილენდია". ვიდეო ვერსიის ყურება აქ შეგიძლიათhttps://youtu.be/98izSsl26Mc
რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ. ლევან აბდუშელიშვილი, კინომცოდნე, რუბრიკა 3 ფილმის ფარგლებში კინოში მონტაჟის როლზე ფოკუსირდება. ამ მიმართულებით მაქსიმალურად ფართო სპექტრის აღსაწერად ის სრულიად სხვადასხვა ეპოქის ფილმებს ირჩევს და საუბრობს იმაზე თუ რა ხერხებს მიმართავენ სხვადასხვა ავტორები ამბის მოსათხრობად. ლევანის მიერ გარჩეული ფილმებია ფრიც ლანგის 1927 წლის მეტროპოლისი, მიქელანჯელო ანტონიონის 1966 წლის ფოტოგადიდება და აპიტჩატპონგ ვირასეტაკულის 2006 წლის სინდრომები და საუკუნეა.ვიდეო ვერსიის ნახვა აქ შეგიძლიათhttps://youtu.be/gajwrA4yqtk
რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ. მორიგი ეპიზოდის სტუმარია გიორგი გაბელია, სოციოლოგი და კინომკვლევარი. გიორგი კინოზე საუბრისას სამ ძირითად თემას გამოჰყოფს. ეს თემებია, კინო როგორც რეალიზმი, კინო როგორც სასწაულის იარაღი და კინო როგორც ემპათიის საშუალება. ამ თემებზე საუბრისას გიორგი მიმოიხილავს რობერტ სიოდმაკის და ედგარ იულმერის 1930 წლის "ხალხი კვირა დღეს", კარლ თეოდორ დრეიერის 1955 წლის "სიტყვას" და პოლ შრედერის 1992 წლის "ფრთხილ ძილს".ვიდეო ვერსიის ყურება აქ შეგიძლიათhttps://youtu.be/vbNA-1JF5hs
რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ. მორიგი ეპიზოდის სტუმარია რეჟისორი გრიგოლ ჯანაშია. გრიგოლი საუბრობს იმ ახლად დანერგილ მიდგომებზე და კინოზე მუშაობის ტექნიკაზე რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა რეჟისორმა დაამკვიდრა. სამი ნამუშევარი რომელსაც გრიგოლი მიმოიხილავს ფილიპ გრანრიეს "პირქუში", შანტალ აკერმანის "1975 წლის ჟანა დიელმანი, კომერციის სანაპირო 23. ბრიუსელი 1080" და დევიდ ლინჩის სერიალ ტვინ პიქსის ერთ-ერთი სერიაა.ვიდეო ვერსიის ყურება აქ შეგიძლიათhttps://youtu.be/pmKNb2hABw8
რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ. მორიგი ეპიზოდის სტუმარია მწერალი და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე. გიორგი სამ ძალიან განსხვავებულ ფილმზე საუბრობს. ეს ფილმებია, ჯოელ და ითენ კოენის "მოხუცების ადგილი აქ არ არის," ბერნარდო ბერტოლუჩის "ცის საბურველ ქვეშ" და ოთარ იოსელიანის "იყო შაშვი მგალობელი". ამ ნამუშევრების მაგალითებზე გიორგი ამ ფილმების ცენტრალურ პერსონაჟებს სხვადასხვა კუთხიდან მიმოიხილავს.ვიდეო ვერსიის ნახვა აქ შეგიძლიათhttps://youtu.be/vpxdsgDIFr4?list=PLbSUqlNo0Hq-HGRKb_Z-JuH8rnJbDeS1u
რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ. ამ ეპიზოდში სტუმრად ქეთი ბახტაძე გვყავს, ჟურნალისტი და ფილოლოგი. ქეთი კინოში შემოქმედების სხვადასხვა სახეებზე გვესაუბრება და ამას სამი ცნობილი ფილმის მაგალითზე აკეთებს. ეს ფილმებია, ჯიმ ჯარმუშის 2016 წლის პატერსონი, ჯოელ და ითენ კოენის 1991 წლის ბარტონ ფინკი და პედრო ალმოდოვარის 2019 წლის ტკივილი და დიდება.ვიდეო ვერსიის ყურება აქ შეგიძლიათhttps://youtu.be/XHWm2Gob42w?list=PLbSUqlNo0Hq-HGRKb_Z-JuH8rnJbDeS1u
Comments