Discover
Marketer.ge Podcast
172 Episodes
Reverse
მარკეტერის პოდკასტის სტუმარია Edumentors-ის დამფუძნებელი თორნიკე ასათიანი.ვსაუბრობთ გზაზე რომელიც სტარტაპმა გაიარა.მარკეტერის პოდკასტის წარდმგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი
„საინტერესო პოდკასტის“ დღევანდელ ეპიზოდში სტუმრად გვეწვია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მოთამაშე მანუჩარ მარკოიშვილი. მასთან ერთად განვიხილავთ ჩვენი გუნდის გასვლას ევრობასკეტზე და იმ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე ელის.მანუჩარი გვიზიარებს საკუთარ ხედვას საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ბოლო წლების პროგრესზე, ასევე თაობათა ცვლის, გუნდში ახალი ტალანტების გამოჩენისა და მომავლის პერსპექტივების შესახებ.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მენტალური მდგომარეობა არის ემოციების ოკეანე - ზოგჯერ მშვიდი, ზოგჯერ ბუნდოვანი, ზოგჯერ კი უფსკრული. ყველამ ვიცით სტრესის განცდა, მაგრამ ვერავინ აგვიხსნა რეალურად რა ხდება ჩვენს ორგანიზმში იმ წამს, როდესაც გული იწყებს ფრენას, ხელები კანკალებს და ფიქრები ქაოსურად დარბიან გონებაშირა ხდება ჩვენს ტვინში, როდესაც ვხვდებით "საფრთხეს"? მენტალური ჯანმრთელობა არ ნიშნავს სტრესის არარსებობას - იგი მასთან თანამშრომლობას გულისხმობს და არა ბრძოლას.საინტერესო პოდკასტის აღნიშნულ ეპიზოდში ნეიროფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი გვიხსნის, თუ როგორ გავლენას იქონიებს ჩვენი ემოციები ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. რა ხდება, როდესაც გული ჩქარდება სტრესისგან? რატომ ვცდილობთ სოციალურ ქსელებში ყოველთვის ბედნიერი ვიყოთ? და რაც მთავარია როგორ გამოვნახოთ დრო დასვენებისთვის და სიმშვიდისთვის.საინტერესო პოდკასტის წარდმგენია საქართველოს ბანკი
„საინტერესო პოდკასტის“ ამ ეპიზოდში სტუმრად გვეწვია სუხიშვილების სოლისტი თამარ დვალი. თამარი გვიყვება, როგორ დაიწყო მისი პროფესიული გზა, რა არის მოცეკვავის ცხოვრების ყველაზე რთული მხარე და რას ნიშნავს, იყო სუხიშვილების ნაწილი. დღევანდელ ეპიზოდში ასევე ვსაუბრობთ „თაკარას“ ექსპერიმენტულ სცენაზე, ტრადიციის თანამედროვე ფორმებთან შერწყმაზე და ქართულ ცეკვაში ახალი სუნთქვის პოვნაზე.
იუთუბი ბოლო წლების განმავლობაში უამრავი ნიჭიერი ადამიანის თავშესაფრად იქცა, კონტენტის მრავალფეროვნებამ კი საზოგადოების ყურადღებაც ტელევიზიიდან კომპიუტერის ეკრანებისკენ მიიზიდა. „საინტერესო პოდკასტის“ ამ ეპიზოდში ჩვენი სტუმარია ანა კოშაძე, პოპულარული იუთუბ არხის, "რეჰანი"-ს თანაავტორი, რომელიც ქართული კულინარიისა და გასტრონომიის შესახებ ყველაზე საინტერესო კონტენტს ქმნის.ანა გვიყვება თავისი გზის შესახებ - როგორ დაიწყო "რეჰანი" არხი, რა იყო მისი ძირითადი მოტივაცია ქართული კერძების პოპულარიზაციისთვის და რატომ გადაწყვიტა კულინარიულ მედიასივრცეში შესვლა. ვსაუბრობთ ქართული კერძების ავთენტურობაზე და მათ თანამედროვე ინტერპრეტაციაზე. განსაკუთრებით საინტერესოა მისი ნაამბობი რეგიონებში გასვლების შესახებ, განსაკუთრებით კი მისი გამოცდილება ადგილობრივ ფერმერებთან, ბებიებთან და ტრადიციული რეცეპტების ავტორებთან შეხვედრისას.საინტერესო პოდკასტის წარდმგენია საქართველოს ბანკი








