Discoverასათიანის კუთხე
Claim Ownership
76 Episodes
Reverse
ეპიზოდი სამსახიობო ხელოვნების ისტორიას ეხება. გიყვებით როგორ გადაიქცა სტანისლავსკის „სისტემა“ ამერიკულ „მეთოდად“ და როგორ გადაეჯაჭვა მარლონ ბრანდოს, მერლინ მონროს, ჯეიმს დინის, ალ პაჩინოს, ჯეკ ნიკოლსონის, დასტინ ჰოფმანის, რობერტ დე ნიროს და კიდევ ბევრი დიდი მსახიობის ბიოგრაფიებს.
ეპიზოდში მოგიყვებით ქსენოფობიის, როგორც ცნების და ფენომენის რთულ და მტკივნეულ ისტორიას - და იმაზეც ვისაუბრებთ, თუ რას ნიშნავს უცხოთა მიმართ შიში და სიძულვილი დღევანდელ, მღელვარე მსოფლიოში. „ასათიანის კუთხეს“ სტუმრობს ჯორჯ მაკარი, ამერიკელი ისტორიკოსი და ფსიქიატრი.
ეპიზოდში ვსაუბრობთ იმ კულტურულ, ისტორიულ და პოლიტიკურ ფაქტორებზე, რომლებმაც „უცხოეთის აგენტების კანონი“ რუსეთში წარმოშვა და იმ შედეგებზე, რომლებიც საქართველოში შეიძლება მოჰყვეს რუსული კანონის ანალოგის შემოღებას.
ეპიზოდი ეთმობა არგენტინელ მწერალს, ხორხე ლუის ბორხესს და მის ფიქციებს - ინტელექტუალურ, ფანტასტიკურ ლაბირინთებს დროზე, სივრცეზე, სამყაროსა და უსასრულობაზე, რომლებმაც „მხატვრული ლიტერატურა“ თვისებრივად შეცვალა.
ეპიზოდი ეძღვნება ლონდონელ ირლანდიელ მუსიკოსს და პოეტს, 2023 წლის 30 ნოემბერს გარდაცვლილ შეინ მაკგაუენს და მის ბენდს - „კელტური პანკის“ ლეგენდარულ ჯგუფს The Pogues.
ეპიზოდი ეთმობა წიგნს სათაურით „ღამის ხედვა: საკუთარი თავის დანახვა ბნელი განწყობების მეშვეობით“ - ფილოსოფოსი ქალის, მარიანა ალესანდრის ლირიკულ მედიტაციას იმ სიმართლეზე, რომელსაც ჩვენი ტკივილიანი და მუქი ემოციები გვასწავლიან ადამიანად ყოფნის მდგომარეობის შესახებ.
ეპიზოდი ეძღვნება მექსიკელ მწერალს, ხუან რულფოს და მის „პედრო პარამოს“ – 1955 წელს გამოცემულ ლეგენდარულ რომანს შვილზე, რომელიც წარსულის აჩრდილებით მოცულ სიზმრისეულ ქალაქში მამის საპოვნელად ჩადის.
ეპიზოდში მოგიყვებით ორ პარალელურ ისტორიას - ფსიქიატრიის, როგორც დარგის ამბავს, და იმას, თუ როგორ ესმოდათ ადამიანებს სიგიჟის ფენომენი სხვადასხვა ეპოქაში, როგორ აღწერდნენ მას ხელოვნებაში. ჩვენი სტუმარია ენდრიუ სკალი, რომელსაც ფსიქიატრიის ისტორიის მკვლევრებს შორის ერთ-ერთ უდიდეს ავტორიტეტად მიიჩნევენ.
ეპიზოდში შევხვდებით ნატა ტალიკიშვილს - 32 წლის ტრანსგენდერ პერფორმერს, აქტივისტს, კულინარსა და მებაღეს, რომელიც თბილისის სუბკულტურულ ცხოვრებას უნიკალურ სანახაობას მატებს, საჯარო მონოლოგის ფორმით - და თავის რთულ ცხოვრებისეულ გზას სხვების მიმართ სოლიდარობისა და იმედის წყაროდ აქცევს.
ეპიზოდი ეძღვნება ვალტერ ბენიამინს, გერმანელ ფილოსოფოსს და კრიტიკოსს, რომლის მიერ 1930-იან წლებში შემუშავებულმა იდეებმაც უდიდესი გავლენა იქონია ვიზუალური ხელოვნების, ურბანული სივრცის, თუ ევროპული მოდერნულობის თანამედროვე აღქმაზე.
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ენიგმატური მწერლის, ფრანც კაფკას ბიოგრაფიას და მის იმ უნიკალურ, სიზმრისეულ წარმოსახვას, რომელმაც, მათ შორის, წარმოშვა თანამედროვე ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ტექსტები - „გარდასახვა“, „პროცესი“ და „გოდოლი“.
ეპიზოდში ვიხსენებთ ბლუზის ამერიკელ მომღერალს, უნიკალურ ჯენის ჯოპლინს, რომელსაც წელს, 19 იანვარს, 80 წელი შეუსრულდებოდა.
ეპიზოდი ეძღვნება ინგლისში მცხოვრები ამერიკელი პოეტის, ტომას სტერნზ ელიოტის 1922 წლის პოემას The Waste Land, „უნაყოფო მიწა“, რომელსაც ლიტერატურის ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს ბოლო ასწლეულის ყველაზე მნიშვნელოვან ინგლისურენოვან პოეტურ ტექსტად.
„ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ ამერიკის შეერთებული შტატების დაფუძნების ისტორიაზე - რევოლუციურ ომზე, დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, საკონსტიტუციო ყრილობაზე, პირველ კაბინეტზე, ჯორჯ ვაშინგტონზე და მონობის პრობლემაზე, რომელიც ამ ისტორიას მძიმე და პარადოქსულ აჩრდილად გასდევს.
ეპიზოდი ეძღვნება დიდ ირლანდიელ მწერალს, ესთეტიციზმისა და გონებამახვილობის სიმბოლოს, ოსკარ უაილდს - მის ბრწყინვალე, დრამატულ ცხოვრებაზე და უნიკალურ ლიტერატურაზე მოგვითხრობს უაილდის ბიოგრაფი, ბრიტანელი ისტორიკოსი მეთიუ სტერჯესი.
როგორ მოხდა, რომ ევროპის საზოგადოებები, რომლებშიც შუა საუკუნეებში რელიგიისა და რელიგიური ინსტიტუტების ძალაუფლება ლამის ყოვლისმომცველი იყო, მძლავრად სეკულარულ, თუ „პოსტრელიგიურ“ საზოგადოებებად ჩამოყალიბდნენ? ამ ამბავს მოგვითხრობს პროტესტანტული ქრისტიანობის ბრიტანელი ისტორიკოსი, ალეკ რაირი.
ეპიზოდი ეძღვნება ლუ ანდრეას-სალომეს, ევროპაში რუსეთის იმპერიიდან ჩასულ მწერალს, ესეისტსა და ფსიქოანალიტიკოსს - ქალს, რომელიც იყო ფროიდის, ნიცშესა და რილკეს ინტელექტუალური მეგობარი და შთამაგონებელი ფიგურა.
ეპიზოდის სტუმარია ნორვეგიელი ფილოსოფოსი, ლარს სვენდსენი, ავტორი წიგნისა „მარტოობის ფილოსოფია“ - რომელიც გვიყვება მარტოობის, როგორც ფენომენის და ემოციის ისტორიაზე დასავლეთის სააზროვნო სივრცეში.
ეპიზოდში საუბარია მარიამ მაგდალინელის სახის ტრანსფორმაციაზე კულტურულ წარმოსახვაში, ქრისტიანობის და ხელოვნების ისტორიაში - და იმ უმნიშვნელოვანეს როლზე, რომელსაც ის, როგორც მთავარი მოწმე, ქრისტიანობის უდიდეს იდუმალებაში, აღდგომის საიდუმლოში ასრულებს.
ეპიზოდი ეძღვნება ინგლისელ მწერალს, ჯორჯ ორუელს - რომლის უკვდავმა დისტოპიურმა რომანმა, „1984-მა“ - ისევე, როგორც ზედსართავმა „ორუელიანური“ – უკრაინაში რუსეთის სისასტიკის ფონზე ამ დღეებში მორიგ ჯერზე შეიძინა დამზაფვრელი წინასწარმეტყველების აურა.
Top Podcasts
The Best New Comedy Podcast Right Now – June 2024The Best News Podcast Right Now – June 2024The Best New Business Podcast Right Now – June 2024The Best New Sports Podcast Right Now – June 2024The Best New True Crime Podcast Right Now – June 2024The Best New Joe Rogan Experience Podcast Right Now – June 20The Best New Dan Bongino Show Podcast Right Now – June 20The Best New Mark Levin Podcast – June 2024
United States
❤️
❤️
❤️
❤️
ძალიან საინტერესო იყო სალო, მადლობა თქვენ ამისთვის.