Discoverდილის საუბრები
Claim Ownership
დილის საუბრები
Author: რადიო თავისუფლება
Subscribed: 7Played: 571Subscribe
Share
© Copyright 2024 - RFE/RL, Inc.
Description
„დილის საუბრები“ ეთერში გადის ყოველ სამუშაო დღეს, დილის გადაცემის ფორმატში, 10-დან 11 საათამდე. რუბრიკის წამყვანი ნინო გელაშვილი დილის სტუმართან და თქვენთან ერთად ისაუბრებს მომხდარზე, მოსახდენსა და იმაზე, რისი ცოდნაც გაგვიადვილებს გადაწყვეტილებების მიღებას.
1792 Episodes
Reverse
22 ნოემბერს ვისაუბრეთ საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდის კონტექსტზე, სტუდენტების ხედვაზე, პროტესტის გამოხატვის უფლებასა და ფორმებზე. სტუმრები: 1. ლილე მშვენიერაძე, ილიაუნის ლიტერატურათმცოდნეობის სტუდენტი, სტუდენტური მოძრაობის წევრი;
2. ნიკა სიმონიშვილი, იურისტი, უფლებადამცველი.
21 ნოემბერს ვისაუბრეთ საქართველოს პარტნიორების მიმართ არსებულ მოლოდინებსა და რეალურ ფაქტორებზე, რამაც შესაძლოა მათი პოზიციები გამოკვეთოს. სტუმარი: შოთა კაკაბაძე, GIP-ს პოლიტიკის ანალიტიკოსი. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ნინო სამხარაძე, GIP-ს პოლიტიკის ანალიტიკოსი.
20 ნოემბერს ვილაპარაკეთ ანონიმურ და გასართობ გვერდებზე, რომლებიც ევროკავშირის საწინააღმდეგო დასპონსორებულ პოსტებს ავრცელებენ; აგრეთვე ერთ სატელეფონო ზარზე ეუთო/ოდირის სპიკერთან. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და მაიკო რატიანი, „მედიის განვითარების ფონდის“ მკვლევარი.
19 ნოემბერს გამოვეხმაურეთ როგორც დილიდან თბილისში საპროტესტო აქციის დარბევას, აგრეთვე ევროკავშირის მინისტერიალსა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის ორშაბათის განცხადებას. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი.
18 ნოემბერს ვილაპარაკეთ საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამებისა და ხელისუფლების მიერ პარლამენტის პირველი სხდომის თარიღის გამოცხადების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ რეალობაზე ქვეყნის შიგნით და გარეთ. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ზაზა შენგელია, EPRC-ის უფროსი მკვლევარი.
15 ნოემბერს ვილაპარაკეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესისა და პერსპექტივის მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულებაზე. სტუმარი: მარიამ აბესაძე, პოლიტიკის მეცნიერებების სტუდენტი. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და გოტა ჭანტურია, „განათლების პოლიტიკის ცენტრის“ დირექტორი.
14 ნოემბერს ვისაუბრეთ საქართველოში არჩევნების დღის შემდეგ შექმნილი ვითარების მიმართ პარტნიორების დამოკიდებულებასა და ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავს ქვეყნის დასავლურ პერსპექტივას. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ნინო სამხარაძე, GIP-ის პოლიტიკის ანალიტიკოსი.
13 ნოემბერს ვისაუბრეთ ფეისბუკზე მოქმედ ცესკოს მხარდამჭერ ყალბ ანგარიშებზე: მათი შექმნის დროზე, ნაწილის გააქტიურების კონტექსტსა და შინაარსზე. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ეკატერინე ჯანიაშვილი, ISFED-ის სოციალური მედიის მკვლევარი.
12 ნოემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებსა და მათ ეფექტს. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ დამფუძნებელი და ვიცეპრეზიდენტი.
11 ნოემბერს გამოვეხმაურეთ საქართველოში ევროკავშირის პოლიტიკოსების ვიზიტსა და "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა დამოკიდებულებას მათ მიმართ. გადაცემას ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ზაზა შენგელია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარი.
8 ნოემბერს ვისაუბრეთ წინააღმდეგობის მოძრაობა "დაიბრუნეს" წამოწყებასა და მიზნებზე. სტუმარი: სიმონ ჯანაშია, განათლების სპეციალისტი, კოალიცია "ძლიერი საქართველოს", პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“-სა და წინააღმდეგობის მოძრაობა „დაიბრუნეს“ წევრი. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი და გოტა ჭანტურია.
7 ნოემბერს ვისაუბრეთ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მიმართ არსებულ მოლოდინებსა და მათ საფუძვლებზე. სტუმარი: დათო სიხარულიძე, „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ გამგეობის თავმჯდომარე. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ნინო სამხარაძე, GIP-ის პოლიტიკის ანალიტიკოსი.
6 ნოემბერს ვისაუბრეთ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობასა და მის მიმართ მოლოდინებზე. სტუმარი: ია მეურმიშვილი, The Cipher Brief-ის უფროსი საერთაშორისო კორესპონდენტი. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და გია ჯანდიერი, ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს დამფუძნებელი.
5 ნოემბერს ვისაუბრეთ არჩევნების დღის შემდგომ რამდენიმე თემაზე, მათ შორის - ხმის მიცემის ფარულობაზე, რომელიც დეზინფორმაციულ-მანიპულაციური კუთხითაც გააქტუალურდა. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, ჟურნალისტი, მალხაზ რეხვიაშვილი, „ფაქტ-მეტრის“ მთავარი რედაქტორი, მარიამ წიწიკაშვილი, “ჯეოფაქტსის” დირექტორი.
4 ნოემბერს გამოვეხმაურეთ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებს და გავაგრძელეთ საუბარი საქართველოში არჩევნების შემდგომ შექმნილ ვითარებაზე.
სტუმარი: ტატო ქელბაქიანი, „ჩემი ხმის“ დამკვირვებელი, ორგანიზაციის „პრევენცია პროგრესისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი და ზაზა შენგელია.
1 ნოემბერს მოხალისე დამკვირვებლებთან ერთად ვისაუბრეთ საარჩევნო დარღვევებზე. არჩევნების დღეს დამკვირვებელი იყო განათლების რუბრიკის თანაწამყვანი - "განათლების პოლიტიკის ცენტრის" დირექტორი გოტა ჭანტურიაც. გადაცემის სტუმარი იყო: ნათია მჟავანაძე, განათლების სპეციალისტი, "ჩემი ხმის" დამკვირვებელი.
31 ოქტომბერს ვისაუბრეთ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის მნიშვნელობასა და საქართველოს შესახებ თავის ძირითად აქცენტებზე. სტუმარი: კორნელი კაკაჩია, GIP-ის დირექტორი. უძღვებოდნენ: ნიკო ნერგაძე, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ნინო სამხარაძე, GIP-ის პოლიტიკის ანალიტიკოსი.
30 ოქტომბერს ვისაუბრეთ იმ თემებსა და საკითხებზე, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დეზინფორმაციულად ან მცდარად ვრცელდებოდა საინფორმაციო სივრცეში. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ცისია კირვალიძე, მითების დეტექტორის მკვლევარი.
29 ოქტომბერს ვისაუბრეთ არჩევნების დღის შემდგომ საერთაშორისო გამოხმაურებასა და საარჩევნო დარღვევებზე მუშაობის პროცესზე. სტუმარი: ბაია პატარაია, კოალიციის - "ჩემი ხმა" წარმომადგენელი, ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი და გია ჯანდიერი.
28 ოქტომბერს ვისაუბრეთ რეალობაზე, რომელიც არჩევნების დღის შემდეგ დადგა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებისა და პარტნიორების შეფასებების, 27 ოქტომბრის დღის დასასრულს კი პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ არჩევნების არაღიარების შემდეგ. სტუმარი: გიორგი ბუტიკაშვილი, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი.
Comments
Top Podcasts
The Best New Comedy Podcast Right Now – June 2024The Best News Podcast Right Now – June 2024The Best New Business Podcast Right Now – June 2024The Best New Sports Podcast Right Now – June 2024The Best New True Crime Podcast Right Now – June 2024The Best New Joe Rogan Experience Podcast Right Now – June 20The Best New Dan Bongino Show Podcast Right Now – June 20The Best New Mark Levin Podcast – June 2024
United States