Discoverსაუბრები ნაპოლეონზე
საუბრები ნაპოლეონზე
Claim Ownership

საუბრები ნაპოლეონზე

Author: Alexander Mikaberidze and Nika Khoperia

Subscribed: 55Played: 1,808
Share

Description

’Conversations about Napoleon” is the first Georgian language podcast dedicated to the Napoleonic Era. It explores not only the life of Napoleon Bonaparte but also major political, military, social and cultural developments in Europe and beyond between 1789 and 1815.



პოდკასტი „საუბრები ნაპოლეონზე” შეეხება ნაპოლეონის ეპოქას, რომელიც მოიცავს ერას XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIXსაუკუნის ოცდაათიან წლებამდე და ერთ-ერთი გარდამტეხ ისტორიულ პერიოდს წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპის, არამედ ზოგადად, მსოფლიოს ისტორიაში. პოდკასტს გაუძღვებიან ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნაპოლეონის ეპოქის მკვლევარი ალექსანდრე მიქაბერიძე და ახალგაზრდა ისტორიკოსი ნიკა ხოფერია.
87 Episodes
Reverse
მოგესალმებით ნაპოლეონის ეპოქის თემაზე შექმნილი პირველი ქართული პოდკასტის გვერდზე! პოდკასტი „საუბრები ნაპოლეონზე" შეეხება ნაპოლეონის ეპოქას, რომელიც მოიცავს ერას XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან  XIXსაუკუნის ოცდაათიან წლებამდე და ერთ-ერთი გარდამტეხ ისტორიულ პერიოდს წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპის, არამედ ზოგადად, მსოფლიოს ისტორიაში. მიმოხილული იქნება დიდი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონის ცხოვრება და მოღვაწეობა მისი დაბადებიდან სიკვდილამდე, ასევე, ეპოქის სხვა გამორჩეული პიროვნებები და განსაკუთრებულად აღსანიშნავი ისტორიული მოვლენები. პოდკასტს გაუძღვებიან ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნაპოლეონის ეპოქის მკვლევარი ალექსანდრე მიქაბერიძე და ახალგაზრდა ისტორიკოსი ნიკა ხოფერია.
პოდკასტის პირველ ნაწილში ჩვენ ვსაუბრობთ კორსიკაზე და ნაპოლეონის ოჯახის წარმომავლობაზე. მართალია ცოტა გრძელი გამოგვივიდა და მცირეოდენის ტექნიკური პრობლემები გადაგვხდა, მაგრამ მგონი პირველი ცდისათვის ცუდი საუბარი არ გამოგვივიდა.
პოდკასტის მეორე ნაწილში ჩვენ ვსაუბრობთ ნაპოლეონის ბავშვობაზე, კორსიკაზე გატარებულ წლებზე და შემდეგ საფრანგეთში სასწავლებლად გამგზავრებაზე.
გთავაზობთ ახალ პოდკასტს - ამჯერად ვსაუბრობთ ნაპოლეონის ახალგაზრდობის წლებზე, პარიზის სამხედრო სკოლის დასრულებიდან რევოლუციის დაწყებამდე.
პოდკასტის მორიგ გამოშვებაში ვსაუბრობთ კორსიკაზე მიმდინარე რევოლუციურ ცვლილებებზე და ნაპოლეონსა და პასკუალე პაოლის შორის დაპირისპირებაზე.
მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო! ცოტაოდენ დაგვიანებით გთავაზობთ პოდკასტის ახალ გამოშვებას რომელიც საფრანგეთში და კორსიკაზე 1791-1792 წლებში მიმდინარე მოვლენებს შეეხება. პოდკასტის ჩაწერისას გამოვიყენეთ რამოდენიმე რევოლუციური სიმღერაც: თავდაპირველად გთავაზობთ ნაწყვეთს La Carmagnole-დან, რომელიც 1792 წლის ზაფხულში შეიქმნა და მეტად პოპულარული იყო რევოლუციონერებს შორის. შემდეგ, ომზე საუბრისას, თქვენ მოისმენთ Chant du départ-ს, რომელიც ეტიენ ნიკოლა მეულმა და მარი-ჟოზეფ შენიემ შექმენს 1794 წელს. აღსანიშნავია რომ სწორედ ეს სიმღერა ( და არა მარსელიეზა) გახდა შემდგომში ნაპოლეონის იმპერიის ჰიმნი. და ბოლოს, პოდკასტში ასევე მოისმენთ ნაწყვეტს მარსელიეზიდან (La Marseillaise) რომელიც კლოდ ჟოზეფ რუჟე დე ლილმა შექმნა 1792 წელს და უმალვე რევოლუციის სიმბოლოდ იქცა.
დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ 1792 წლის ზაფხულში პარიზში მომხდარ მოვლენებზე და ნაპოლეონის (და მისი ოჯახის) კორსიკიდან გაძევებაზე. კორსიკული ოცნებები, იდეალიზმი, ახალგაზრდული აღტაცება უკვალოდ გაქრა... ნაპოლეონი ამიერიდან უფრო ფხიზელი და პრაქტიკული ხდება. 1792 წლის 20 ივნისის ამბოხებაზე საუბრისას, გამოვიყენეთ ცნობილი რევოლუციური სიმღერა, Ça ira, რომელიც მეტად პოპულარული იყო რადიკალურად განწყობილი პარიზელებს შორის. სიმღერის მისამღერია: Ah! ça ira, ça ira, ça ira - ყველაფერი კარგად იქნება les aristocrates à la lanterne! - არისტოკრატებს ვიხილავთ ლამპიონებეზე Ah! ça ira, ça ira, ça ira - ყველაფერი კარგად იქნება les aristocrates on les pendra! - არისტოკრატებს ყველას ჩამოვახრჩობთ! Si on n’ les pend pas - თუ არ ჩამოვახრჩობეთ On les rompra - მაშინ წელში გადავტეხთ Si on n’ les rompt pas - და თუ არ გადავხტეხთ On les brûlera. - მაშინ მათ ყველას დავწვავთ Ah! ça ira, ça ira, ça ira - ყველაფერი კარგად იქნება
დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ ნაპოლეონის ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტზე, ქალაქ ტულონის ალყაზე, სადაც მან პირველად გამოიჩინა თავი და დიდება მოიხვეჭა. გენერალი ჟან ბატისტი კარტო; მის მიერ შესრულებული მეფე ლუი მე-16-ს პორტრეტი შეგიძლიათ იხილოთ აქ. პოდკასტში გამოვიყენეთ რამოდენიმე სიმღერა: 1. Le Bonnet de la Liberté - 1793 წელს დაწერილი სიმღერაა რომლის სათაური რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოს, წითელ ფრიგიულ ჩაჩს, გულისხმობს.   Que ce bonnet , aux bons français donne de grâces Que ce bonnet, sur nos fronts fait un bel effet Aux aristocratiques faces Rien ne cause tant de grimace Que ce bonnet 2. Chanson Royale - ეს გახლავთ ცნობილი ინგლისური სიმღერის, God Save the King, ფრანგულ-ენოვანი ვერსია რომელიც 1794-1795 წლებში გავრცელდა როიალისტურ წრეებში და მეფე ლუი მე-16 შვილს, ლუი-შარლს, ეძღვნებოდა, რაც პირველი სტროფშივე შეინიშნება: De notre jeune roi prends pitié, Dieu puissant, Dieu bienfaisant ! Contre les oppresseurs, que ton bras foudroyant Signale son pouvoir, c’est l’effroi du méchant. 3. La Marseillaise des Blancs - ეს გახლავთ როჟე დე ლილის მიერ დაწერილი სახელგანთქმული "მარსელიეზას" გადაკეთებული ვერსია, რომელსაც "როიალისტურ მარსეილიეზას" უწოდებდნენ. სიმღერის ტექსტი შეცვლილია და რევოლუციის ქება-დიდების ნაცვლად, სიმღერა რევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს. Allons armée catholique Le jour de gloire est arrivé  Contre nous de la République  L'étendard sanglant est levé (bis)  Otendez vés dans quiés campagnes  Les cris impurs des scélérats?  Gle venans jusque dans vos bras  Prendre vos feilles et vos femmes. Aux armes Poitevins! formez vos bataillons Marchez, marchez, le sang des Bleus rogira vos sellions
დღეს ჩვენ ვსაუბრობთ 1794-1795 წლებზე, რომლებიც ნაპოლეონისათვის მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა. ქალაქ ტულონის აღების შემდეგ მან გენერლის წოდება მოიპოვა, პოლიტიკური კავშირებიც გააბა, და თითქოს აღმასვლის გზას დაადგა. მაგრამ 1794 წლის ივლისში იაკობინელთა ხელისუფლება დაემხო და გენერალი ბონაპარტი პოლიტიკურად არასაიმედო პირად იქცა. სწორედ ამ პერიოდში მან გაიცნო და შეიყვარა ახალგაზრდა ეჟენი დეზირე კლარი, მაგრამ არც ამ მხრივ გაუმართლა... შვედეთის დედოფალი დეზირე კლარი, 1820-იანი წლები 1794 წლის გაზაფხულის სამხედრო კამპანიის ადვილად გასაგებად, პოდკასტს თან ვურთავთ (Facebook-ზე) რუკას. პოდკასტში გამოვიყენეთ ორი რევოლუციური სიმღერა. თავდაპირველად მოისმენთ სიმონ შარლ კატელის მიერ დაწერილ "ჰიმნს ფლერუსის ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებაზე" (Hymne à la victoire sur la bataille de Fleurus) რომელიც საფრანგეთის მიერ 1794 წელს მოპოვებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამხედრო გამარჯვების აღსანიშნავად დაიწერა. შემდეგ, თერმიდორის მოვლენების საუბრისას, გამოვიყენეთ 1795 წელს მარი ჟოზეფ შენიეს და ეტიენ ნიკოლა მეჰულის მიერ დაწერილი "9 თერმიდორის ჰიმნი" (Hymne du 9 Thermidor) რომელიც რობესპიერის და მისი იაკობინელების დამხობას ზეიმობს. Salut ! neuf thermidor, jour de la délivrance,  Tu viens purifier un sol ensanglanté !  Pour la seconde fois, tu fais luire à la France  Les rayons de la liberté ; (bis)
საუბარი გვაქვს ნაპოლეონის ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტზე - ვანდემიერის ამბოხების ჩახშობაშაზე. გენერალი ბონაპარტი პარიზში იყო როდესაც 1795 წლის 3 ოქტომბერს ქალაქში როიალისტებისა და კონტრრევოლუციონერების შეიარაღებულმა აჯანყებამ იფეთქა. მის ჩახშობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ბონაპარტმა რომელმაც. აქამდე უპრეცედენტო საშუალებით, მოქალაქეთა წინააღმდეგ არტილერიის გამოყენებით, დაამარცხა აჯანყებულები და ახლად დაარსებული დირექტორიის სიმპათიები მოიხვეჭა. 13 ვანდემიერის ამბოხება: შეტაკება სენ-როშის ეკლესიის კიბეებზე (სენ ჰონორეს ქუჩაზე) (მხატვარი შარლ მონე)
ცოტა გრძელი პაუზის შემდეგ, ვაგრძელებთ ჩვენს საუბარს და დღევანდელ პოდკასტში განვიხილავთ ნაპოლეონის სამხედრო ხელოვნებას.
ამ პოდკასტში ჩვენ განვიხილავთ ნაპოლეონის პირველი იტალიური ლაშქრობისათვის მზადების პერიოდს (1796 წლის თებერვალი-აპრილი), პოლიტიკურ სიტუაციას, მებრძოლ მხარეთა სამხედრო ძალებს, რიცხოვნობას და მიზნებს. პოდკასტის დასაწყისში გამოვიყენეთ ცნობილი ფრანგული სამხედრო სიმღერა La Chanson de l'oignon. J'aime l'oignon frit à l'huile,  J'aime l'oignon quand il est bon. J'aime l'oignon frit à l'huile, J'aime l'oignon, j'aime l'oignon. [მისამღერი] Au pas camarades, au pas camarades, Au pas, au pas, au pas, Au pas camarades, au pas camarades, Au pas, au pas, au pas.
1796 წლის აპრილში გენერალ ბონაპარტის „იტალიის არმია" ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გავლით სარდინია-პიემონტში შეიჭრა და იქ განლაგებულ ავსტრიელ და სარდინიელ ჯარებზე იერიში მიიტანა. ლაშქრობის პირველი ორი კვირა ფრანგებისათვის მეტად წარმატებული გამოდგა. 11-15 აპრილს ბონაპარტმა მოიპოვა გამარჯვებები მონტენოტესთან, მილეზიმოსთან, კოსერიასთან და დეგოსთან. შედეგად, მან შეძლო მოკავშირეთა პოზიციების გარღვევა და ცენტრალური პოზიციის დაკავება. აპრილის ბოლოსთვის, მოწინააღმდეგეთაგან ერთი, სარდინია-პიემონტი, დამარცხებული და ასპარეზიდან უკვე გამოთიშული იყო, ხოლო მეორე, ავსტრიელები, უკუგდებული მდინარე პოსკენ.
ამ პოდკასტში ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ნაპოლეონის 1796 წლის იტალიური კამპანიის შესახებ, მიმოვიხილავთ პიემონტის ომიდან გამოთიშვის შემდეგ არსებულ სიტუაციას, ფრანგების ახალ შეტევას ავსტრიელებზე და ბრძოლას ლოდისთან (1796 წ. 10 მაისი) რომელმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა ნაპოლეონზე.
ორ კვირიანი პაუზის შემდეგ, ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ნაპოლეონის 1796-1797 წლების იტალიურ კამპანიაზე და მიმოვიხილავთ პავიის აჯანყებას ფრანგთა წინააღმდეგ, ნაპოლეონის გალაშქრებას მდინარე მინჩიოს გადაღმა, ფელდმარშალ ვურმზერის არმიასთან ბრძოლის მეორე ეტაპს და ავსტრიელთა კონტრშეტევას ფელდმარშალ იოზეფ ალვინცის მეთაურობით.
ამ პოდკასტში მიმოვიხილავთ ნაპოლეონის 1796-97 წლების იტალიური კამპანიის ბოლო პერიოდს: ავსტრიელთა წარუმატებელ კონტრშეტევებს ფრანგთა წინააღმდეგ, რივოლისა და არკოლას ცნობილ ბრძოლებს, რომის პაპის დამარცხებასა და ფრანგთა გალაშქრებას ავსტრიაზე, რასაც მოჰყვა მათ სასარგებლოდ ზავის დადება ავსტრიის იმპერიასთან.
ამ პოდკასტში ჩვენ განვიხილავთ ნაპოლეონის იტალიური კამპანიის დასრულების შემდგომ მოვლენებს, დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ავსტრიელებთან და კამპო ფორმიოს ზავის დადებას. ასევე ვსაუბრობთ როიალისტთა გააქტიურებაზე საფრანგეთში და მათ წინააღმდეგ ნაპოლეონის ბრძოლაზე.  
დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ ნაპოლეონის და ჟოზეფინას გაცნობაზე, მათ ურთიერთობაზე, ქორწინებაზე და პირველ პრობლემებზე.
დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ ნაპოლეონის დაბრუნებაზე საფრანგეთში, მის ურთიერთობაზე დირექტორიის წევრებთან და ეგვიპტეში ლაშქრობის სამზადისზე.     ნაპოლეონის საპატივსაცემოდ მოწყობილი დიდი ზეიმი პარიზში    
პოდკასტში ვაგრძელებთ საუბარს ნაპოლეონის ეგვიპტურ კამპანიაზე, ფრანგთა საექსპედიციო არმიის მგზავრობაზე საფრანგეთიდან ეგვიპტისკენ, განვიხილავთ კუნძულ მალტას დაპყრობას, მამლუქებთან გამართულ ბრძოლებს, ალექსანდრიისა და კაიროს დაპყრობას და საზღვაო ბრძოლას ფრანგულ და ინგლისურ ფლოტებს შორის აბუკირის ყურეში.
loading
Comments 
loading
Download from Google Play
Download from App Store