Discoverშინ - უცხოეთში
შინ - უცხოეთში
Claim Ownership

შინ - უცხოეთში

Author: რადიო თავისუფლება

Subscribed: 10Played: 277
Share

Description

პროგრამაში "შინ - უცხოეთში" საქართველოდან სხვადასხვა მიზეზით
გადახვეწილი ადამიანები ოქროპირ რუხაძესთან ბაასში საკუთარ ამბებს
მოგიყვებიან: რატომ წავიდნენ? რამ გააქცია იქიდან, რამ მიატოვებინა
სამშობლო, რომელიც ზოგს ენატრება, ზოგს გახსენებაც არ უნდა.
126 Episodes
Reverse
ბარბარა ჯიმელი სულაშვილი თბილისში ცხოვრობს. ადრე სკაუტი - ოთხი შვილის დედაა, საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ფართოდაა ჩართული. კამპუსი ლისის - ვალდორფის  სკოლის პედაგოგია, სკოლისა, რომლის მიზანია აღზარდოს ძლიერი ნების - თავისუფალი ადამიანები.
საქართველოში პური უყვართ, კერძებით მდიდარ ამ ქვეყანაში პურიც გემრიელია და ამ კარგ საქმეში თავის სიტყვას ამბობს ჟან-ჟაკ ჟაკობი.
ფერმწერ მაკა დადიანს ევროპაში, განსაკუთრებით შვეიცარიაში, კარგად იცნობენ. წლები გადის. მაკა მიეჩვია ევროპის ამ მყუდრო ქვეყანას, თუმცა თვალი სამშობლოსკენ უჭირავს. ფერმწერი ციურიხში, თავის სახელოსნოში მუშაობს, იქ ხატავს. მისი ფანჯრები ციურიხის ტბას გადაჰყურებს და შესანიშნავი ხედი მაქვსო, მიამბო.
თინათინ გურგენიძე ურბანისტია, გლდანის მაგალითზე იკვლევს პროცესებს მიკრორაიონის ტიპის დასახლებებში, ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში, არის თბილისის არქიტექტურული ბიენალეს თანადამაარსებელი.
ხატია ზურაბაული - მოდის დიზაინერი - საფრანგეთში ჩავიდა 16 წლის წინ, როცა ჩვიდმეტისა იყო. განათლება მიღებული აქვს პარიზში, როგორც ამბობს, მაღალი მოდის დედაქალაქში. ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულობაზე, ასევე იმაზეც, რომ უნდა მიიღო იმ ქვეყნის წესი და რიგი, სადაც ცხოვრობ.
რევაზ გიგაური ნიცის რაგბის კლუბის ბავშვთა სფეროს განაგებს, ამავე დროს, არის მომავალი მწვრთნელების მასწავლებელი. რაგბისთან ერთად, რევაზ გიგაური, რომელსაც რაგბიში მსოფლიოს ორ ჩემპიონატში აქვს მონაწილეობა მიღებული, ქალაქის სამაშველო სამსახურში ირიცხება.
loading
Comments 
loading